Hadith for the World
Tap the image to view it full size
წმინდა ყურანი და მისი მეცნიერებები

ანას ბინ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:

Available in 36 languages
«ანას ბინ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: როდესაც გადმოევლინა: {ჭეშმარიტად, ჩვენ მოგეცით შენ აშკარა გამარჯვება, რათა გაპატიოს ალლაჰმა ცოდვები} სიტყვებამდე {უდიდესი გამარჯვება} [ალ-ფათჰ: 1-5] - ჰუდაიბიას შეთანხმებიდან დაბრუნებისას, მათ შემოჰყროდათ დარდი და მწუხარება, მან დაკლა შესაწირი ჰუდაიბიაში, და თქვა: «მე გადმომევლინა ერთი აიათი, ის ჩემთვის უფრო საყვარელია ვიდრე მთელი სამყარო».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

ანას ბინ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვამცნობს, რომ როდესაც ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდმოევლინა უზენაესის სიტყვები: {ჩვენ გიბოძეთ შენ ცხადი გამარჯვება. 2. რათა მოგიტევოს ალლაჰმა ის, რაც უწინ იყო შენი ცოდვისაგან და რაც შემდგომ იყო, სრულად მოიღოს თავისი მოწყალება შენზე და დაგადგინოს ჭეშმარიტ გზაზე. 3. და შეგეწიოს შენ ალლაჰი მტკიცე შეწევნით.4. იგია, რომელმაც ზეგარდმოავლინა სიმშვიდე მორწმუნეთა გულებზე, რათა მიემატებინა მათთვის რწმენა, მათ რწმენასთან ერთად. ალლაჰს ეკუთვნის ლაშქარნი ცათა და ქვეყნისა და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია! 5. რათა შეიყვანოს მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები სამოთხეებში, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. იქ იქნებიან მარადიულად, დაფარავს მათგან იგი მათ სიავეებს და ეს იქნება ალლაჰის წიაღ დიდებული მიღწევა}.[ალ-ფათჰ: 1-5]. ეს იყო მაშინ, როცა ის ჰუდაიბიას შეთანხმებიდან უკან ბრუნდებოდა, მის საჰებებს კი დარდი და მწუხარება აწუხებდათ, რადგან მათ ვერ შეძლეს უმრას შესრულება, იმ ზავის თანახმად რომელიც დაიდო, და ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს მუსლიმების სასიკეთოდ არ იყო, მათ დაკლეს შესაწირი ჰუდაიბიაში, და ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ვფიცავ მე გადმომევლინა ერთი აიათი, ის ჩემთვის უფრო საყვარელია ვიდრე მთელი სამყარო, შემდეგ კი წაიკითხა ის:

Source
გადმოსცა მუსლიმმა
Download image

Saved at original quality