19 hadiths
გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მორწმუნე, რომელიც ყურანს კითხულობს, მსგავსია ციტრუსის, რომლის სურნელიც სასიამოვნოა და გემოც კარგი. ხოლო მორწმუნე, რომელიც ყურანს არ კითხულობს, მსგავსია ფინიკის, რომელსაც სურნელი არ აქვს, მაგრამ გემოთი ტკბილია, თვალთმაქცი,(მუნააფიყი) რომელიც ყურანს კითხულობს, მსგავსია ბაზილიკს, რომლის სურნელი სასიამოვნოა, მაგრამ გემო მწარე. ხოლო თვალთმაქცი, რომელიც ყურანს არ კითხულობს, მსგავსია კოლოქვინტის (მწარე გოგრა), რომელსაც არც სურნელი აქვს და გემოც მწარეა».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ იმაამათ ალ-ბააჰილისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «იკითხეთ ყურანი, რადგან ის მოვა აღდგომის დღეს შუამდგომლად თავის მკითხველთათვის, იკითხეთ ორი განათებული სურა – „ალ-ბაყარა“ და „აალ იმრანი“, რადგან ისინი აღდგომის დღეს მოვლენ, თითქოს ორი ღრუბელი, ან ორი ჩრდილი, ან ორი ჯგუფი შეკრული ფრინველებისა, რომლებიც დაიცავენ მათ მკითხველთ. იკითხეთ სურა „ალ-ბაყარა“, რადგან მისი წაკითხვა არის ბარაქა, მისი მიტოვება – დანაკარგი, ხოლო ჯადოქრები ვერ შეძლებენ მასზე გავლენის მოხდენას».გადმოსცა მუსლიმმა
უბაი იბნ ქა'ბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ო, აბა ალ-მუნზირ იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?» მე ვუპასუხე: "ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იციან". მან კვლავ თქვა: «ო, აბა ალ-მუნზირ, იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?» თქვა: ვუთხარი: {არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი} [ალ-ბაყარა: 255] თქვა: ამის შემდეგ შუამავალმა დაარტყა ჩემს მკერდს და თქვა: «წარმატება გქონდეს ცოდნაში, ო, აბა ალ-მუნზირ».გადმოსცა მუსლიმმა