9 hadiths
გადმოცემულია აბუ იმაამათ ალ-ბააჰილისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «იკითხეთ ყურანი, რადგან ის მოვა აღდგომის დღეს შუამდგომლად თავის მკითხველთათვის, იკითხეთ ორი განათებული სურა – „ალ-ბაყარა“ და „აალ იმრანი“, რადგან ისინი აღდგომის დღეს მოვლენ, თითქოს ორი ღრუბელი, ან ორი ჩრდილი, ან ორი ჯგუფი შეკრული ფრინველებისა, რომლებიც დაიცავენ მათ მკითხველთ. იკითხეთ სურა „ალ-ბაყარა“, რადგან მისი წაკითხვა არის ბარაქა, მისი მიტოვება – დანაკარგი, ხოლო ჯადოქრები ვერ შეძლებენ მასზე გავლენის მოხდენას».გადმოსცა მუსლიმმა
უბაი იბნ ქა'ბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ო, აბა ალ-მუნზირ იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?» მე ვუპასუხე: "ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იციან". მან კვლავ თქვა: «ო, აბა ალ-მუნზირ, იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?» თქვა: ვუთხარი: {არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი} [ალ-ბაყარა: 255] თქვა: ამის შემდეგ შუამავალმა დაარტყა ჩემს მკერდს და თქვა: «წარმატება გქონდეს ცოდნაში, ო, აბა ალ-მუნზირ».გადმოსცა მუსლიმმა