231 hadiths
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა მუსლიმი ან მორწმუნე მსახური ასრულებს მცირე განბანვას და თავის სახეს იბანს, მისი სახიდან წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად) გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მან თავისი თვალებით იხილა. როცა ხელებს იბანს, მისი ხელებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მათ ჩაუდენიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად). ხოლო როცა ფეხებს იბანს, მისი ფეხებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელზეც მათ გაუვლიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად), სანამ სრულად განიწმინდება ცოდვებისგან».გადმოსცა მუსლიმმა
ჯააბირ იბნ აბდულლაჰი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს: «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლიდა ისთიხარას ისეთივე ყურადღებით, როგორც გვასწავლიდა ყურანის სურას. იგი ამბობდა: «თუ რომელიმე თქვენგანს რაიმე საქმე გადაწყვეტილი აქვს, ორ რაქათი ნებაყოფლობითი ლოცვა აღასრულოს და შემდეგ თქვას: "ო, ალლაჰო, მე შენს ცოდნას მივმართავ რჩევისთვის და შენს ძალას ვთხოვ მხარდაჭერას, და შენს უდიდეს წყალობას ვევედრები. რადგან შენ შეგიძლია ყველაფერი, ხოლო მე - არა; შენ იცი ყველაფერი, ხოლო მე - არა; და შენ ხარ დამალულის მცოდნე.
ო, ალლაჰო, თუ შენ იცი, რომ ეს საქმე (აქ უნდა დაასახელოს თავისი საჭიროება) სიკეთეა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ განაწესე ეს ჩემთვის, მიწყალობე ამაში წარმატება და დამლოცე მასში.
ხოლო თუ შენ იცი, რომ ეს საქმე ბოროტებაა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ გამარიდე ეს საქმე და მე გამარიდე მისგან, და მიბოძე სიკეთე, სადაც არ უნდა იყოს ის, შემდეგ კი დამაკმაყოფილე იმით"». და თქვა: «შემდეგ დაასახელოს თავისი საჭიროება».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თვალთმაქცებისთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელია ღამის და დილის ლოცვები. მაგრამ, მათ რომ იცოდნენ, რამდენი სიკეთეა ამ ლოცვებში, აუცილებლად შეუერთდებოდნენ მათ, თუნდაც ხოხვით მისულიყვნენ. ზოგჯერ მსურს, ბრძანება გავცე ლოცვის დაწყების შესახებ, შემდეგ ვინმეს დავავალო იმამის როლი, ხოლო თავად მივიდე ხალხთან ერთად, რომლებიც ატარებენ შეშის კონებს, იმ ადამიანებთან, ვინც [გუნდურ] ლოცვაზე [გასამართლებელი მიზეზის გარეშე] არ გამოცხადდნენ, და მათი სახლები ცეცხლში დავწვა».შეთანხმებული
მუ'ააზ იბნ ჯაბალ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიღო მისი ხელი და უთხრა: «ო, მუ‘აზ, ვფიცავ ალლაჰს, მე ნამდვილად მიყვარხარ». შემდეგ უთხრა: «გირჩევ, ო, მუ‘აზ, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა: "ო, ალლაჰ, დამეხმარე, რომ გიხსენო, მადლობა გადაგიხადო და საუკეთესოდ გეთაყვანო"».رواه أبو داود والنسائي وأحمد
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰმა თქვა: ყოველი საქმე ადამის შვილს ეკუთვნის, გარდა მარხვისა, რადგან მარხვა ჩემთვისაა და მე ვაჯილდოვებ მას, მარხვა ფარია, და როცა რომელიმე თქვენგანის მარხვის დღე დგება, ნუ ჩაიდენს უწმაწურს და ნუ იყვირებს, თუ ვინმე მას შეურაცხყობს ან ებრძვის, თქვას: 'მე მარხვაში ვარ.' ვფიცავ იმას, ვის ხელშიცაა მუჰამმადის სული, მარხულის პირიდან გამომავალი სუნი ალლაჰისთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მისქის სურნელი. მარხულისთვის არის ორი სიხარული: როცა(საღამოს) მარხვას რჩება და ჭამს — უხარია, და როცა შეხვდება თავის უფალს — გაიხარებს თავისი მარხვით».შეთანხმებული