KA
All hadiths
The complete card collection, filter by chapter
წმინდა ყურანი და მისი მეცნიერებები
26
ჰადისი და მისი მეცნიერებები
3
მრწამსი
135
ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია
288
ღირსება და ეთიკა
288
ქადაგება და მორალური ნორმები
15
ბიოგრაფია და ისტორია
38
655 hadiths
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იტყვის დღეში ასჯერ: "სუბჰაანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი/ წმინდაა ალლაჰი და დიდება მას/, წაეშლება მას ცოდვები, თუნდაც რომ ზღვის ქაფის ტოლი იყოს».
შეთანხმებული
გადმოცემულია მუ'ავიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვისაც ალლაჰი სიკეთეს უსურვებს, მას რელიგიის გაგებას ანიჭებს. ჭეშმარიტად, მე მხოლოდ გამანაწილებელი ვარ, ხოლო მბოძებელი ალლაჰია. ეს საზოგადოება არ შეწყვეტს ალლაჰის ბრძანებების მტკიცედ შესრულებას, და მათ არ ავნებენ ისინი, ვინც მათ შეეწინააღმდეგებათ (ასე გაგრძელდება) მანამ, სანამ არ მოვა ალლაჰის განკარგულება».
შეთანხმებული
აბდულლაჰ იბნ სალაამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობს: "როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა მედინაში, ხალხი მის შესახვედრად დაიძრა. ამბობდნენ: შუამავალი მოვიდა, შუამავალი მოვიდა, შუამავალი მოვიდა (სამჯერ). მეც ხალხთან ერთად წავედი, რომ მენახა იგი. როდესაც მის სახეს დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს სახე ვერ იქნებოდა მატყუარას სახე. და პირველი, რაც მისი მხრიდან მოვისმინე, იყო მისი სიტყვები: «ჰეი თქვენ ადამიანნო, გაავრცელეთ სალამი, დააპურეთ მშიერები, შეინარჩუნეთ ნათესაური კავშირები და ილოცეთ ღამით, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული. ამით მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში».
გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
عن أنس رضي الله عنه أنه قَالَ لِثابِتٍ رحمه اللهُ: ألاَ أرْقِيكَ بِرُقْيَةِ رسولِ اللهِ صلى الله عليه وسلم ؟ قال: بلى، قال: «اللَّهُمَّ رَبَّ النَّاسِ، مُذْهِبَ البَأسِ، اشْفِ أنْتَ الشَّافِي، لاَ شَافِيَ إِلاَّ أنْتَ، شِفَاءً لاَ يُغَادِرُ سَقماً».
رواه البخاري
გადმოცემულია სა'დ ბინ აბი ვაყყაასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობადა: «ჭეშმარითად, ალლაჰს უყვარს ღვთისმოშიში, სულით მდიდარი და თავმდაბალი მსახური».
გადმოსცა მუსლიმმა
عن ثوبان رضي الله عنه عن النبي صلى الله عليه وسلم قَالَ: "إنَّ المسلِمَ إذا عادَ أخاه المسلِمَ، لم يَزَلْ في خُرْفَةِ الجَنَّةِ حتى يرجعَ"، قيل: يا رسولَ اللهِ ما خُرْفَةُ الجنَّةِ؟، قال: "جَنَاها".
رواه مسلم
عن أنس بن مالك رضي الله عنه عن رسول الله صلى الله عليه وسلم أنه كان إذا أكل طعاما، لعق أصابعه الثلاث. قال: وقال: «إذا سقطت لُقمة أحدكم فليُمِطْ عنها الأذى، وليأكلها ولا يَدَعْهَا للشيطان» وأمر أن تُسْلَتَ القَصْعَةُ، قال: «فإنكم لا تدرون في أيِّ طعامكم البركة» وعن جابر بن عبد الله رضي الله عنه أن رسولَ اللهِ صلى الله عليه وسلم قالَ: "إنّ الشيطانَ يَحضُرُ أحدَكُم عندَ كلِ شيءٍ من شَأنِه، حتى يَحضُرَهُ عندَ طعامِهِ، فإذا سَقطتْ لقمةُ أحدِكُم فليَأخُذْها فَلْيُمِطْ ما كانِ بها من أذى، ثم ليَأكُلْها ولا يَدَعْها للشيطانِ، فإذا فَرَغَ فليَلْعَقْ أصابعَهُ، فإنه لا يَدري في أيِّ طَعامه البركة"
حديث أنس رواه مسلم. حديث جابر رواه مسلم
გადმოცემულია ჯარირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ერთხელ, როცა სავსე მთვარეობის ღამეს ჩვენ ვიყავით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მან შეხედა მთვარეს და თქვა: «ჭეშმარიტად, თქვენ იხილავთ თქვენს უფალს [ისე ნათლად], როგორც ხედავთ ამ მთვარეს, და არ დაგზარავთ მისი ხილვა! თუ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ, რომ არაფერი შეგიშლით ლოცვების აღსრულებაში მზის ამოსვლამდე და მისი ჩასვლის წინ, მაშინ ეს ლოცვები აღასრულეთ». ამის შემდეგ მან წაიკითხა აიათი: {და ადიდე შენი უფლის დიდება მზის ამოსვლამდე და მის ჩასვლამდე}».
შეთანხმებული
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ყურანის მატარებელი ჰგავს პატრონს აქლემებისა, რომლებსაც ფეხებზე თოკები აქვთ შეკრული: თუ იგი გააგრძელებს მათ ამ მდგომარეობაში დაჭერას — შეინარჩუნებს მათ; ხოლო თუ თოკებს გაუშვებს — ისინი გაიქცევიან».
შეთანხმებული
عن أنسٍ رضي الله عنه : أنّهُ مَرَّ على صِبْيَانِ، فَسَلَّمَ عليهم، وقالَ: كانَ النبيُّ صلى الله عليه وسلم يَفعلُهُ.
متفق عليه
عن أبي هريرة رضي الله عنه مرفوعاً: «من عُرِضَ عليه رَيْحَانٌ فلا يرده، فإنه خفيف الْمَحْمِلِ، طيب الريح».
رواه مسلم
გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ერიდეთ უსამართლობას, რადგან უსამართლობა სიბნელეებია განკითხვის დღეს. ერიდეთ სიხარბეს, რადგან სიხარბემ დაღუპა ის, ვინც თქვენს წინ იყო. მან მათ უბიძგა სისხლისღვრისკენ და აკრძალული საქმეების დაშვებისკენ».
გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სრულყოფილი რწმენა აქვთ იმ მორწმუნეებს, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო ხასიათით, ხოლო თქვენგან საუკეთესონი არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ ეპყრობა საკუთარ ქალებს».
გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
გადმოცემულია აბდულლაჰ ბინ ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს სამყარო ნეტარებაა, ხოლო ამ სამყაროს საუკეთესო ნეტარება — მორწმუნე ცოლია».
გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, შემწყნარებლობა ალამაზებს ყველაფერს, რაშიც ის არსებობს, და აფუჭებს ყველაფერს, რასაც იგი აკლია».
გადმოსცა მუსლიმმა
ანას ბინ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თავის მსახურით, რომელიც ადიდებს მას ყოველი ნაჭამი ლუკმისა და ყოველი დალეული ყლუპისთვის».
გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, მორწმუნეს შეუძლია თავისი კარგი ზნეობით მარხულისა და(მთელი ღამით) მლოცველის საფეხურს მიაღწიოს».
გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უხამსი არ ყოფილა და არც არასდროს წარმოუთქვამს უხამსი სიტყვები, ის ამბობდა: «ჭეშმარიტად, თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს».
შეთანხმებული
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰმა თქვა: გაეცი ჰეი, ადამის შვილო! და მე გავცემ შენზე!»
შეთანხმებული
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელი ისლამი არის საუკეთესო? მან უპასუხა: «რომ გამოკვებო ხალხი და მიესალმო მას, ვისაც იცნობ და მას, ვისაც არ იცნობ».
შეთანხმებული
აბუ მუსა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი უვადებს უსამართლოს მანამ, სანამ არ დასჯის და შემდეგ მას ვერაფერი გადაარჩენს» თქვა: შემდეგ წაიკითხა: «ამგვარად შეიპყრობს შენი ღმერთი სოფლებს, როცა იპყრობს მაშინ, როცა უსამართლონი არიან. ჭეშმარიტად, მისი შეპყრობა მწარე, მრისხანეა!» [ჰუდ : 102]
შეთანხმებული
გადმოცემულია აბდულლაჰ ბინ ამრ ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «წარმატებულია ის, ვინც ისლამი მიიღო, მიიღო საკმარისი სარჩო და ალლაჰმა დააკმაყოფილა იმით, რაც მას მისცა».
გადმოსცა მუსლიმმა
عن أبي موسى الأشعري رضي الله عنه مرفوعاً: «على كل مسلم صدقة» قال: أرأيت إن لم يجد؟ قال: «يعمل بيديه فينفع نفسه ويتصدق» قال: أرأيت إن لم يستطع؟ قال: «يُعِينُ ذا الحاجة المَلْهُوفَ» قال: أرأيت إن لم يستطع، قال: «يأمر بالمعروف أو الخير». قال: أرأيت إن لم يفعل؟ قال: «يُمسك عن الشر، فإنها صدقة».
متفق عليه
გადმოცემულია უსამა იბნ ზაიდისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ დამიტოვებია ჩემს შემდგომ მამაკაცებისთვის იმაზე დიდი განსაცდელი, ვიდრე ქალები».
შეთანხმებული
Previous page
Page 14 of 28
Next page