Hadith for the World

All hadiths

The complete card collection, filter by chapter

655 hadiths

عن عبد الله بن مسعود رضي الله عنه مرفوعاً: «يُؤْتَى بجهنم يومئذ لها سبعون ألف زِمَامٍ مع كل زمام سبعون ألف ملك يَجُرُّونَهَا».رواه مسلم
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჯდაში ყოფნისას ამბობდა: «ღმერთო ჩემო, მომიტევე ჩემი ყველა ცოდვა, პატარა თუ დიდი, პირველი და უკანასკნელი, აშკარა და დაფარული». /ალლაჰუმმა ღფირ ლიი ზანბიი ქულლაჰუ დიყყაჰუ, ვა ჯილლაჰუ ვა ავვალაჰუ ვა აახირაჰუ ვა 'ალაანიითაჰუ ვა სირრაჰუ/გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰისთვის ყველაზე საძულველი ადამიანები არიან ისინი, ვინც მუდმივად დავობენ და კამათობენ».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა», ხოლო როდესაც ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს ჯოჯოხეთში, მან უპასუხა: «ენა და სასქესო ორგანო».გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
عن أبي سعيد الخدري رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : "الْبَاقِيَاتُ الصَّالِحَاتُ، لَا إلَهَ إلَّا اللَّهُ، وَسُبْحَانَ اللَّهِ، وَاَللَّهُ أَكْبَرُ، وَالْحَمْدُ لِلَّهِ، وَلَا حَوْلَ وَلَا قُوَّةَ إلَّا بِاَللَّهِ".رواه ابن حبان والحاكم، أما النسائي فرواه في الكبرى لكن من حديث أبي هريرة
ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დუა (ვედრება), რომელიც წარმოთქმულია აზანსა და იყამას შორის, არ არის უარყოფილი».გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და ალ-ნასაიმ
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ო, ალლაჰ! მოაწესრიგე ჩემი რელიგია, რომელიც ჩემი საქმეების დაცვას წარმოადგენს, მოაწესრიგე ეს სამყარო, რომელშიც მე ვცხოვრობ, და მოაწესრიგე მარადიული სამყარო, სადაც დავბრუნდები. აქციე ჩემი ცხოვრება ისეთი, რომ მხოლოდ სიკეთე შემმატოს, და აქციე ჩემი სიკვდილი დასვენებად ყოველგვარი ბოროტებისგან!».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბუ მუსასგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ მოციქული (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) წარმოთქვამდა ამ დუას: «ღმერთო ჩემო, მაპატიე ჩემი ცოდვა და ჩემი უმეცრება, ჩემი უზომობა/ზღვარს გადასვლა ჩემს ყველა საქმეში და ის, რაც შენ ჩემზე უკეთ იცი! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც შეცდომით გავაკეთე, რაც განზრახ ჩავიდინე, ჩემი უმეცრება და ის, რაც ხუმრობით გავაკეთე, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის დამახასიათებელია! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც ადრე ჩავიდინე და რაც ჯერ არ ჩამიდენია, ის, რაც ფარულად გავაკეთე და რაც აშკარად გავაკეთე! შენ ხარ ის, ვინც წინ წევს და შენ ხარ ის, ვინც უკან წევს, და შენ ყოვლისშემძლე ხარ!»შეთანხმებული
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არასდროს ტოვებდა ამ ვედრებას, არც დილით და არც საღამოს: «ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან კეთილდღეობას ამქვეყნად და მარადიულ ცხოვრებაში. ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან შენდობას და კეთილდღეობას ჩემს რელიგიაში, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ოჯახსა და ქონებაში. ო, ალლაჰ, დაფარე ჩემი ნაკლოვანებები — ან: დაფარე ყველა ჩემი ნაკლოვანება — და დამიფარე შიშებისგან. ო, ალლაჰ, დამიცავი (ან დამიფარე) წინიდან, უკნიდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან და ზემოდან, და მე შენს დიდებულებას შევეფარები, რომ არ დავზიანდე ქვემოდან».გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-ნასაიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრებიდანაა: «ო ალლაჰ, შენს შეგეფარები შენი სიკეთის დაკარგვისგან, შენი წყალობის ცვლილებისგან, შენი მოულოდნელი სასჯელისა და შენი ყოველი რისხვისგან».გადმოსცა მუსლიმმა
აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-ას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ სიტყვებით ევედრებოდა: «ო ალლაჰ, შენთან ვეძებ თავშესაფარს ვალის მძიმე ტვირთისგან, მტრებთან დამარცხებისგან და მათი სიხარულისგან ჩემი უბედურების გამო».გადმოსცა ალ-ნასაიმ და აჰმადმა
عن عبد الله بن عمر رضي الله عنهما عن النبي صلى الله عليه وسلم قال: «المؤمن الذي يخالط الناس، ويصبر على أذاهم خير من الذي لا يخالط الناس ولا يصبر على أذاهم».رواه الترمذي وابن ماجه وأحمد
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე. იყავი მტკიცე იმაზე, რასაც შენთვის სარგებელი მოაქვს და მიეკედლე ალლაჰს და არ გამოიჩინო სისუსტე, და თუ რაიმე შეგემთხვევა არ თქვა: "მე რომ ასე გამეკეთებინა ასე და ასე იქნებოდა", არამედ თქვი: "ალლაჰის ბედისწერაა, მან რაც ისურვა, ის გააკეთა". რადგან "რომ" გზას უხსნის ეშმაკს».გადმოსცა მუსლიმმა
عن أبي هريرة رضي الله عنه عن رسول الله صلى الله عليه وسلم قال: «الْمُؤْمِنُ مِرْآةُ أَخِيهِ الْمُؤْمِنِ».رواه أبو داود والترمذي
გადმოცემულია აბუ დარდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ეშმარიტად მაწყევარები არ იქნებიან მოწმეები და არც შუამდგომლები განკითხვის დღეს».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია ნუ'მან იბნ ბაშირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) ამბობდა: «ვედრება თაყვანისცემაა», და შემდეგ წაიკითხა: «და თქვა შენმა ღმერთმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში». [ღააფირ: 60]გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
გადმოცემულია 'იად იბნ ჰიმაარისგან ძმა ბანუ მუჯაშისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ დღეს ჩვენთან დადგა მქადაგებლად და თქვა: შემდეგ მან ჰადისის გაგრძელება გადმოსცა, რომელშიც ნათქვამია: «ჭეშმარიტად ალლაჰმა შთამაგონა, რომ არ დაეყენინა ვინმეს თავი სხვაზე მაღლა და არ დაეჩაგრა სხვა».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე ხშირად გამოყენებული ვედრება იყო: "ო, ალლაჰ, ჩვენო უფალო! მოგვმადლე ამქვეყნად სიკეთე, საიქიოში სიკეთე და დაგვიცავი ცეცხლის სატანჯველისგან». /ალლაჰუმმა რაბბანაა აათინაა ფიი დუნიაა ჰასანათან ვა ფილ აახირათი ჰასანათან ვა ყინაა 'აზააბა ნნაარ/შეთანხმებული
გადმოცემულია შადდაად იბნ ავსისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვედრებების ბატონი: ღმერთო, შენ ხარ ჩემი ღმერთი, არ არის ღმერთი შენს გარდა. შენ შემქმენი და მე შენი მონა ვარ. მე ვასრულებ შენს აღთქმასა და დაპირებას, რამდენადაც შემიძლია. შევთხოვ შენს შეწევნას ჩემი ჩადენილი ბოროტებისგან. ვაღიარებ შენს წყალობას ჩემზე და ვაღიარებ ჩემს ცოდვებს, მაპატიე, რადგან ცოდვებს მხოლოდ შენ პატიობ". შუამავალმა ბრძანა: «ვინც დილით გულწრფელად წარმოთქვამს ამ სიტყვებს და იმავე დღეს, მზის ჩასვლამდე გარდაიცვლება, ის სამოთხის ხალხიდან იქნება. და ვინც ღამით გულწრფელად წარმოთქვამს ამ სიტყვებს და გათენებამდე გარდაიცვლება, ისიც სამოთხის ხალხიდან იქნება».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «გამოიჩინეთ სიმართლე, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე კეთილმოქმედებისკენ მიგიყვანთ, ხოლო კეთილმოქმედება სამოთხეში. ადამიანი სიმართლეს ამბობს და ისწრაფვის სიმართლისკენ მანამ, სანამ ალლაჰის წინაშე არ იქნება ჩაწერილი როგორც სიმართლის მთქმელი. შეიკავეთ თავი ტყუილისგან, რადგან ჭეშმარიტად, ტყუილი ცოდვებისკენ მიგიყვანთ, ხოლო ცოდვები ჯოჯოხეთის ცეცხლში. ადამიანი დაიწყებს ტყუილს და ისწრაფვის ტყუილისკენ, სანამ არ იქნება ჩაწერილი ალლაჰის წინაშე როგორც მატყუარა».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ორი სიტყვა მსუბუქია ენისთვის, მძიმეა სასწორზე და საყვარელია მოწყალისთვის:სუბჰანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი, სუბჰანალლაჰილ 'აზიიმ».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არაფერია ალლაჰისთვის უფრო დასაფასებელი, ვიდრე ვედრება(დუა)».გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მოწყალება (სადაყა) არაფრით ამცირებს სიმდიდრეს. ალლაჰი თავის მონას, რომელიც პატიობს სხვებს, არაფერს უმატებს, გარდა დიდებისა, და ვინც ალლაჰისთვის თავმდაბლობას გამოიჩენს, ალლაჰი მას აუცილებლად აამაღლებს».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბუ დარდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «ვინც დაიცავს თავისი ძმის ღირსებას, ალლაჰი დაიცავს მის სახეს ცეცხლისგან განკითხვის დღეს».გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა