Hadith for the World

All hadiths

The complete card collection, filter by chapter

655 hadiths

عن عمرو بن شعيب، عن أبيه، عن جده قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «يَدُ المسلمين على مَن سِواهم، تَتَكافَأُ دِماؤهم وأموالُهم، ويُجِيرُ على المسلمين أدْناهم، ويَرُدُّ على المسلمين أَقْصَاهم».رواه أبو داود وابن ماجه وأحمد
عن عائشة رضي الله عنها : أنّ قومًا قالوا: يا رسول الله إنّ قومًا يأتوننا باللحم لا نَدري أَذَكروا اسمَ الله عليه أم لا، فقال رسول الله صلى الله عليه وسلم : «سَمُّوا الله عليه وكُلُوه».رواه البخاري
عن أبي هريرة رضي الله عنه أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال: «إن لله تِسْعَةً، وتِسْعِينَ، اسْمًا، مِائَةً إلا واحدا مَنْ أَحْصَاهَا دخل الجنة».متفق عليه
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ საიდ ალ-ხუდრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, თუ როგორ ამბობდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «თქვენგან ვინც დაინახავს მოუწონარ (ისლამში მიუღებელ) ქმედებას, გამოასწოროს თავისი ხელით, და თუ ვერ შეძლებს ამას, გამოასწოროს თავისი ენით და თუ ამითაც ვერ შეძლებს, მაშინ თავისი გულით (ანუ შეიძულოს ის საქმე) და ის იქნება რწმენის ყველაზე სუსტი გამომჟღავნება».გადმოსცა მუსლიმმა
აბუუ მაალიქ ალ-აშ'არისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: "ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „სისუფთავე რწმენის ნახევარია, "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილაჰ) ავსებს სასწორს, "ალლაჰი ყოვლადწმინდაა" (სუბჰანალლაჰ) და "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებენ ცასა და მიწას შორის სივრცეს. ლოცვა არის სინათლე, სადაყა არის მტკიცებულება, და მოთმინება არის ნათება, ხოლო ყურანი ან იქნება დამცველი შენთვის, ან არგუმენტად შენს წინააღმდეგ. ყველა ადამიანი დგება დილით და ყიდის საკუთარ სულს, ზოგი ათავისუფლებს მას, ზოგი კი ღუპავს მას.“გადმოსცა მუსლიმმა
მუაზისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: "მე ვიჯექი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვირზე, სახელად უფეირი, და მან მითხრა: «ჰეი, მუაზ იცი თუ არა, რა არის ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ და რა არის მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ?» მე ვუპასუხე „ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან, თქვა: «ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ, ხოლო მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ არის ის, რომ ალლაჰი არ დასჯის მას, ვინც მას არაფერს უდგენს თანაზიარად». მუაზმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უთხრა: «ო ალლაჰის მოციქულო, ნუთუ არ ვუმახარობლო მისით ხალხს? მან უპასუხა: «არ უთხრა მათ, რადგან შეიძლება მხოლოდ ამას დაეყრდნონ».შეთანხმებული
ჯააბირისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: "ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა კაცი და ჰკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის ორი სავალდებულო რამ? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ის, ვინც გარდაიცვალა და ალლაჰისთვის არაფერი დაუდგენია თანაზიარად - სამოთხეში შევა, ხოლო ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარს - ჯოჯოხეთში შევა».გადმოსცა მუსლიმმა
აიშასგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მე ვუთხარი: "ო ალლაჰის შუამავალო, იბნ ჯუდ'ანი ჯაჰილიის დროს (ისლამამდელ პერიოდში) ინარჩუნებდა ნათესაურ კავშირებს და აჭმევდა ღარიბებს. ეს მისთვის სიკეთის მომტანია?" უთხრა: "ეს არ მოუტანს სარგებელს, რადგან მას არასოდეს უთქვას: 'ო ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვისთვის განკითხვის დღეს".გადმოსცა მუსლიმმა
სუფიან ბინ აბდულლაჰ ას-საყაფი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: "(ერთხელ) მე ვთხოვე: ო, ალლაჰის შუამავალო, მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი».გადმოსცა მუსლიმმა და აჰმადმა
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "არ დადება განკითხვის დღე მანამ, სანამ მზე არ ამოვა დასავლეთიდან. როცა მზე ამოვა და ადამიანები მას დაინახავენ, ყველა ირწმუნებს იმ დროს {არავის რწმენა არ მოიტანს სარგებელს, ვინც მანამდე არ ირწმუნა ან თავის რწმენაში სიკეთე ვერ მოიპოვა} [ალ-ან'აამ: 158] და როდესაც დადგება ეს საათი, ორი ადამიანი, რომლებმაც დააფინეს ნაჭერი, ვერ მოასწრებენ მის გაყიდვას, ვერც ყიდვას და ვერც აკეცვას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თავის აქლემს რძეს მოწველის და წაიღებს, ვერ მოასწრებს მის დალევას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თიხით ფარავს თავის წყლის რეზერვუარს (იგულისხმება ის, ვინც აძლიერებს ან არემონტებს რეზერვუარის კედლებს, საიდანაც ის აქლემებს ასმევდა წყალს), ვერ მოასწრებს, რომ ააქლემებს დაალევინოს იქიდან; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელმაც საკვების ნატეხი მიიტანა პირთან, ვერ მოასწრებს მის ჭამას".შეთანხმებული
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენი ცეცხლი მხოლოდ ერთ-ერთია სამოცდაათი ნაწილიდან გეენას ცეცხლისა». უთხრეს მას: "ო, ალლაჰის მოციქულო, ჩვენთვის ჩვენი ცეცხლიც საკმარისი იქნებოდა". მან თქვა: «ის უფრო მეტია კიდევ სამოცდაცხრა ნაწილით, რომელთაგან თითოეული ისეთივე ცხელი და მწვავეა, როგორც ეს ცეცხლი».შეთანხმებული
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ'აასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ღმერთმა დაწერა ქმნილებათა ბედი, სანამ ცებს და დედამიწას შექმნიდა, ორმოცდაათი ათასი წლით ადრე და თქვა: "რომ მისი ტახტრევანი იყო წყალზე».გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც შეგნებულად მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში».შეთანხმებული
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი): თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, და შენი ადგილი იქნება იქ, სადაც წაიკითხავ ბოლო აიათს».გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა
უბაი იბნ ქა'ბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ო, აბა ალ-მუნზირ იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?» მე ვუპასუხე: "ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იციან". მან კვლავ თქვა: «ო, აბა ალ-მუნზირ, იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?» თქვა: ვუთხარი: {არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი} [ალ-ბაყარა: 255] თქვა: ამის შემდეგ შუამავალმა დაარტყა ჩემს მკერდს და თქვა: «წარმატება გქონდეს ცოდნაში, ო, აბა ალ-მუნზირ».გადმოსცა მუსლიმმა
აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს მისი კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან მოისმინა მოციქული, (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «როდესაც მუაზინის მოწოდებას მოისმენთ, გაიმეორეთ ის, რასაც ის ამბობს. შემდეგ დამლოცეთ მე, რადგან ვინც ერთხელ დამლოცავს, ალლაჰი მას ათჯერ დალოცავს. შემდეგ ალლაჰს სთხოვეთ ვისიილა ჩემთვის, რადგან ეს არის მდგომარეობა სამოთხეში, რომელიც მხოლოდ ალლაჰის ერთ მონას ეკუთვნის, და მე ვიმედოვნებ, რომ ეს მე ვიქნები. ვინც ალლაჰს ჩემთვის ვასიილას სთხოვს, ის მიიღებს (ჩემს) შუამდგომლობას».გადმოსცა მუსლიმმა
ანას იბნ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას თქვა): «ვინც ლოცვას დაივიწყებს, უნდა შეასრულოს ის, როგორც კი გაიხსენებს, რადგან მას არ აქვს სხვა გამოსასყიდი, გარდა ამისა». {და ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად} [ტაჰა: 14]შეთანხმებული
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მან უნდა შეასრულოს ორი რაქათის ლოცვა, სანამ დაჯდება».შეთანხმებული
აბუ ჰუმაიდ ან აბუ უსაიდის გადმოცემით (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, თქვას: ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ /ო ალლაჰ, შენს სიკეთეს გთხოვ"».გადმოსცა მუსლიმმა
ჯააბირისაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, ადამიანს და შირქსა და ურწმუნოებას შორის გამყოფი ზღვარი არის ლოცვის მიტოვება».გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველაზე ცუდი ქურდი ხალხში ის არის, ვინც თავის ლოცვას იპარავს». ჰკითხეს: "როგორ იპარავს ლოცვას?" მან უპასუხა: «როცა არ ასრულებს სრულყოფილად რუქუ"ს და სჯუდს».გადმოსცა იბნ მააჯამ
გადმოცემულია იბნ აბუ აუფასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «როდესაც შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სწორდებოდა რუქუ'იდან ამბობდა: «შეისმინა ალლაჰმა იმის, ვინც ის განადიდა, ო, ალლაჰო, ჩვენო უფალო, შენ გეკუთვნის ქება, რომელიც ავსებს ცას, დედამიწას და ყველაფერს, რაც შენ ისურვე ამის შემდეგ» / სამი'ა ლლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ, ალლაჰუმმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ, მილ'ა სსამაავაათი ვა მილ'ალ არდი, ვა მილ'ა მაა ში'თა მინ შაი'ინ ბა'დუ/.გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია 'უსმან იბნ აბი ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს მისი კმაყოფილი): "ერთხელ იგი მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "ო, ალლაჰის მოციქულო, ეშმაკი მიშლის ხელს ლოცვაში და ყურანის კითხვაში, რადგან ჩემს გონებას აბნევს". მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ეს არის ეშმაკი, სახელად ხინზაბ. როცა მის არსებობას იგრძნობ, მიმართე ალლაჰს მის წინააღმდეგ დაცვისთვის და სამჯერ გადააფურთხე მარცხნივ». 'უსმანმა თქვა: "ასე მოვიქეცი და ალლაჰმა ის ეშმაკი ჩემგან მოაშორა".გადმოსცა მუსლიმმა