62 hadiths
გადმოცემულია აბუ მუსასგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ მოციქული (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) წარმოთქვამდა ამ დუას: «ღმერთო ჩემო, მაპატიე ჩემი ცოდვა და ჩემი უმეცრება, ჩემი უზომობა/ზღვარს გადასვლა ჩემს ყველა საქმეში და ის, რაც შენ ჩემზე უკეთ იცი! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც შეცდომით გავაკეთე, რაც განზრახ ჩავიდინე, ჩემი უმეცრება და ის, რაც ხუმრობით გავაკეთე, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის დამახასიათებელია! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც ადრე ჩავიდინე და რაც ჯერ არ ჩამიდენია, ის, რაც ფარულად გავაკეთე და რაც აშკარად გავაკეთე! შენ ხარ ის, ვინც წინ წევს და შენ ხარ ის, ვინც უკან წევს, და შენ ყოვლისშემძლე ხარ!»შეთანხმებული
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არასდროს ტოვებდა ამ ვედრებას, არც დილით და არც საღამოს:
«ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან კეთილდღეობას ამქვეყნად და მარადიულ ცხოვრებაში. ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან შენდობას და კეთილდღეობას ჩემს რელიგიაში, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ოჯახსა და ქონებაში. ო, ალლაჰ, დაფარე ჩემი ნაკლოვანებები — ან: დაფარე ყველა ჩემი ნაკლოვანება — და დამიფარე შიშებისგან. ო, ალლაჰ, დამიცავი (ან დამიფარე) წინიდან, უკნიდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან და ზემოდან, და მე შენს დიდებულებას შევეფარები, რომ არ დავზიანდე ქვემოდან».გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-ნასაიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
გადმოცემულია ზაიდ იბნ არყამისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მე არ გეტყვით სხვა არაფერს, გარდა იმისა, რასაც ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ უძლურობის, სიზარმაცის, მხდალობის, სიძუნწის, სიბერის (გონების დასუსტების) და საფლავის სასჯელისგან, ო, ალლაჰ! მოანიჭე ჩემს სულს ღვთისმოშიშება და განწმინდე იგი, რადგან შენ ხარ საუკეთესო, ვინც განწმენდს. შენ ხარ მისი მფარველი და მეუფე, ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ ცოდნისგან, რომელიც სარგებელს არ მოიტანს, გულიდან, რომელსაც არ ეშინია, სულიდან, რომელიც არ კმაყოფილდება, და ვედრებიდან, რომელიც არ მიიღება».გადმოსცა მუსლიმმა
აბდულლაჰ იბნ 'ამრ იბნ ალ-'აას (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს: გადმოცემულია ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ის მეჩეთში შესვლისას ამბობდა: «შევეფარები უდიდეს ალლაჰს, აღმატებულს, მისი კეთილშობილი სახისა და მარადიული ძალაუფლების სახელით, დაწყევლილი ეშმაკისგან» (ა'უუზუ ბილლაჰილ'აზიიმ, ვა ბი ვაჯჰიჰილ ქარიიმ, ვა სულტაანიჰილ ყადიიმ, მინა შშაიტაანი რრაჯიიმ), მან ჰკითხა: 'მხოლოდ ესა, რაც შენ მოისმინე?' ვუპასუხე: 'დიახ'.
და მან დაამატა: "როდესაც ამას იტყვი, ეშმაკი იტყვის: ეს ჩემგან დაცულია მთელი დღის განმავლობაში"».გადმოსცა აბუ დაუდმა