Hadith for the World
ვედრების და ხსენების ცოდნა

გამორჩეული ვედრებები

18 hadiths

18 hadiths

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ღმერთო, მე შენს წინაშე დავმორჩილდი, შენში ვირწმუნე, შენ მოგენდე, შენსკენ მოვემართე, შენთვის ვმტრობ. ღმერთო, მე თავშესაფარს ვეძებ შენს დიდებაში, არ არსებობს ღმერთი გარდა შენი, რომ არ ჩამაგდო გზააბნევაში, შენ ხარ მარად ცოცხალი, რომელიც არასდროს კვდება, ხოლო ჯინებიც და ადამიანებიც კვდებიან».متفق عليه، وهذا لفظ مسلم ورواه البخاري مختصرًا
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ღმერთო ჩემო! შენ გთხოვ სწორ გზას, ღვთისმოშიშობას, პატიოსნებას და სიმდიდრეს».გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ო, ალლაჰ! მოაწესრიგე ჩემი რელიგია, რომელიც ჩემი საქმეების დაცვას წარმოადგენს, მოაწესრიგე ეს სამყარო, რომელშიც მე ვცხოვრობ, და მოაწესრიგე მარადიული სამყარო, სადაც დავბრუნდები. აქციე ჩემი ცხოვრება ისეთი, რომ მხოლოდ სიკეთე შემმატოს, და აქციე ჩემი სიკვდილი დასვენებად ყოველგვარი ბოროტებისგან!».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბუ მუსასგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ მოციქული (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) წარმოთქვამდა ამ დუას: «ღმერთო ჩემო, მაპატიე ჩემი ცოდვა და ჩემი უმეცრება, ჩემი უზომობა/ზღვარს გადასვლა ჩემს ყველა საქმეში და ის, რაც შენ ჩემზე უკეთ იცი! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც შეცდომით გავაკეთე, რაც განზრახ ჩავიდინე, ჩემი უმეცრება და ის, რაც ხუმრობით გავაკეთე, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის დამახასიათებელია! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც ადრე ჩავიდინე და რაც ჯერ არ ჩამიდენია, ის, რაც ფარულად გავაკეთე და რაც აშკარად გავაკეთე! შენ ხარ ის, ვინც წინ წევს და შენ ხარ ის, ვინც უკან წევს, და შენ ყოვლისშემძლე ხარ!»შეთანხმებული
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არასდროს ტოვებდა ამ ვედრებას, არც დილით და არც საღამოს: «ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან კეთილდღეობას ამქვეყნად და მარადიულ ცხოვრებაში. ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან შენდობას და კეთილდღეობას ჩემს რელიგიაში, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ოჯახსა და ქონებაში. ო, ალლაჰ, დაფარე ჩემი ნაკლოვანებები — ან: დაფარე ყველა ჩემი ნაკლოვანება — და დამიფარე შიშებისგან. ო, ალლაჰ, დამიცავი (ან დამიფარე) წინიდან, უკნიდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან და ზემოდან, და მე შენს დიდებულებას შევეფარები, რომ არ დავზიანდე ქვემოდან».გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-ნასაიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრებიდანაა: «ო ალლაჰ, შენს შეგეფარები შენი სიკეთის დაკარგვისგან, შენი წყალობის ცვლილებისგან, შენი მოულოდნელი სასჯელისა და შენი ყოველი რისხვისგან».გადმოსცა მუსლიმმა
აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-ას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ სიტყვებით ევედრებოდა: «ო ალლაჰ, შენთან ვეძებ თავშესაფარს ვალის მძიმე ტვირთისგან, მტრებთან დამარცხებისგან და მათი სიხარულისგან ჩემი უბედურების გამო».გადმოსცა ალ-ნასაიმ და აჰმადმა
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე ხშირად გამოყენებული ვედრება იყო: "ო, ალლაჰ, ჩვენო უფალო! მოგვმადლე ამქვეყნად სიკეთე, საიქიოში სიკეთე და დაგვიცავი ცეცხლის სატანჯველისგან». /ალლაჰუმმა რაბბანაა აათინაა ფიი დუნიაა ჰასანათან ვა ფილ აახირათი ჰასანათან ვა ყინაა 'აზააბა ნნაარ/შეთანხმებული
გადმოცემულია ზაიდ იბნ არყამისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მე არ გეტყვით სხვა არაფერს, გარდა იმისა, რასაც ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ უძლურობის, სიზარმაცის, მხდალობის, სიძუნწის, სიბერის (გონების დასუსტების) და საფლავის სასჯელისგან, ო, ალლაჰ! მოანიჭე ჩემს სულს ღვთისმოშიშება და განწმინდე იგი, რადგან შენ ხარ საუკეთესო, ვინც განწმენდს. შენ ხარ მისი მფარველი და მეუფე, ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ ცოდნისგან, რომელიც სარგებელს არ მოიტანს, გულიდან, რომელსაც არ ეშინია, სულიდან, რომელიც არ კმაყოფილდება, და ვედრებიდან, რომელიც არ მიიღება».გადმოსცა მუსლიმმა
عن أبي هريرة-رضي الله عنه مرفوعاً: «اللهم إني أعوذ بك من الجوع، فإنه بِئْسَ الضَّجِيعُ،وأعوذُ بِكَ منَ الخِيَانَةِ، فَإنَّهَا بِئْسَتِ البِطَانَةُ».رواه أبو داود والنسائي وابن ماجه
عن أنس بن مالك رضي الله عنه قال: كان رسول الله صلى الله عليه وسلم يقول: «اللهم إني أعوذ بك من العَجْزِ، والكَسَلِ، وَالجُبْنِ، والهَرَمِ، والبخل، وأعوذ بك من عذاب القبر، وأعوذ بك من فتنة المحيا والممات». وفي رواية: «وَضَلَعِ الدَّيْنِ، وَغَلَبَةِ الرِّجَالِ».متفق عليه. والرواية الثانية رواها البخاري دون مسلم
გადმოცემულია 'ალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «თქვი: "ღმეთო ჩემო, მიმიძღვე და გამასწორე (ან წარმართე ჩემი საქმეები სწორ გზაზე)". გახსოვდეს, რომ გზის ჩვენება არის სწორი გზის პოვნა, ხოლო სისწორე ჰგავს ისრის სიზუსტესა და მიზანში მოხვედრას».გადმოსცა მუსლიმმა
عن أبي هريرة رضي الله عنه مرفوعاً: «تعوذوا بالله من جَهْدِ البلاء، وَدَرَكِ الشقاء، وسوء القضاء، وشماتة الأعداء». وفي رواية قال سفيان: أشك أني زدت واحدة منها.متفق عليه
عن أنس بن مالك رضي الله عنه قال: كَانَ رَسُولُ اللهِ -صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ- يَقُولُ: «اللهم إني أعوذ بك من البَرَصِ، والجُنُونِ، والجُذَامِ، وَسَيِّئِ الأسْقَامِ».رواه أبو داود والنسائي وأحمد
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრ იბნ ალ'აასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): გავიგონე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, ადამის შვილების გულები მოწყალის (არ-რაჰმანის) თითებიდან ორ თითს შორის არის, როგორც ერთი გული, და ის მათ აბრუნებს, როგორც ინებებს». შემდეგ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო, ალლაჰ, გულთა შემბრუნებელო, მოაბრუნე ჩვენი გულები შენს მორჩილებაზე!»გადმოსცა მუსლიმმა
عن ابن عباس رضي الله عنهما ، قال: كان النبيُّ صلى الله عليه وسلم يدعو: «ربِّ أَعِنِّي ولا تُعِن عليَّ، وانصرني ولا تنصر عليَّ، وامكر لي ولا تمكر عليَّ، واهدني ويسِّر هُدايَ إليَّ، وانصرني على مَن بغى عليَّ، اللهم اجعلني لك شاكرًا، لك ذاكرًا، لك راهبًا، لك مِطواعًا، إليك مُخْبِتًا، أو مُنِيبا، رب تقبَّل توبتي، واغسل حَوْبتي، وأجب دعوتي، وثبِّت حُجَّتي، واهدِ قلبي، وسدِّد لساني، واسْلُلْ سَخِيمةَ قلبي».رواه أبو داود والترمذي وابن ماجه وأحمد
عن أبي بكر الصديق رضي الله عنه: أنه قال لرسول الله صلى الله عليه وسلم: علمني دعاء أدعو به في صلاتي، قال: "قل: اللهم إني ظلمت نفسي ظلما كثيرا، ولا يغفر الذنوب إلا أنت، فاغفر لي مغفرة من عندك، وارحمني إنك أنت الغفور الرحيم".متفق عليه
عَنْ أَبِي مَالِكٍ الْأَشْجَعِيُّ عَنْ أَبِيهِ قَالَ: كَانَ الرَّجُلُ إِذَا أَسْلَمَ عَلَّمَهُ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ الصَّلَاةَ، ثُمَّ أَمَرَهُ أَنْ يَدْعُوَ بِهَؤُلَاءِ الْكَلِمَاتِ: «اللهُمَّ اغْفِرْ لِي وَارْحَمْنِي وَاهْدِنِي وَعَافِنِي وَارْزُقْنِي». وَفِي رِوَايَةٍ: أَنَّهُ سَمِعَ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ وَأَتَاهُ رَجُلٌ، فَقَالَ: يَا رَسُولَ اللهِ كَيْفَ أَقُولُ حِينَ أَسْأَلُ رَبِّي؟ قَالَ: «قُلْ: اللهُمَّ اغْفِرْ لِي وَارْحَمْنِي وَعَافِنِي وَارْزُقْنِي» وَيَجْمَعُ أَصَابِعَهُ إِلَّا الْإِبْهَامَ «فَإِنَّ هَؤُلَاءِ تَجْمَعُ لَكَ دُنْيَاكَ وَآخِرَتَكَ».رواه مسلم