62 hadiths
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ღმერთო, მე შენს წინაშე დავმორჩილდი, შენში ვირწმუნე, შენ მოგენდე, შენსკენ მოვემართე, შენთვის ვმტრობ. ღმერთო, მე თავშესაფარს ვეძებ შენს დიდებაში, არ არსებობს ღმერთი გარდა შენი, რომ არ ჩამაგდო გზააბნევაში, შენ ხარ მარად ცოცხალი, რომელიც არასდროს კვდება, ხოლო ჯინებიც და ადამიანებიც კვდებიან».متفق عليه، وهذا لفظ مسلم ورواه البخاري مختصرًا
გადმოცემულია სულეიმაან იბნ სურადისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვიჯექი, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ერთ-ერთ მათგანს სახე გაუწითლდა და კისერზე ვენები დაებერა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ იტყვის, ის, რასაც გრძნობს, გაქრება. თუ ის იტყვის: შევაფარებ თავს ალლაჰს შაიტნისგან/ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტაანი რრაჯიიმ/, ის, რასაც გრძნობს, გაქრება». მათ უთხრეს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შეაფარე თავი ალლაჰს შაიტნისგან». მაგრამ მან უპასუხა: 'მე გიჟი ვარ, რომ ამის თქმა მჭირდებოდეს'?»შეთანხმებული
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოციქულმა (ალლაჰისა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰი, ძლიერი და ყოვლადმაღალი, ბრძანებს:
მე ვარ ჩემი მონის ჩემს მიმართ წარმოდგენის შესაბამისად, და მე მასთან ვარ, როცა ის მახსენებს. თუ ის გამიხსენებს თავის გულში, მეც გავიხსენებ მას. თუ ის მიხსენებს საზოგადოებაში, მეც მას ვახსენებ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც უკეთესია, ვიდრე მისი. თუ ის მოახლოებას ცდილობს ჩემთან ერთი მტკაველით, მე ვუახლოვდები მას ერთი იდაყვით. თუ ის მოახლოვდება ჩემთან ერთი იდაყვით, მე ვუახლოვდები მას (ბაა'ით)გაშლილი ორი მკლავის მანძილით. და თუ ის მომიახლოვდება სიარულით, მასთან მივალ სირბილით».შეთანხმებული
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): რომ, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სირთულის ჟამს ამბობდა: «ლა ილაჰა ილლა ალლაჰ ალ'აზიმ ალ'ჰალიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბუ ალ'არში ალ'აზიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბბუ ას'სამავაათი ვა რაბბულ არდი ვა რაბულ 'არშილ ქარიიმ'». (არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა დიდებულისა, შემწყნარებლისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, დიდებული 'არშის (ტახტის) ღმერთისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ცათა ღმერთისა, მიწის ღმერთისა და დიადი 'არშის (ტახტის) ღმერთისა».შეთანხმებული