Hadith for the World
Topic

ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

288 hadiths

288 hadiths

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჰეი, აბუ საიდ! ვინც ალლაჰს თავის ღმერთად, ისლამს – რელიგიად და მუჰამმადს წინასწარმეტყველად მიიღებს, მისთვის სამოთხე სავალდებულო გახდება», აბუ საიდს ეს სიტყვები ძალიან გაუკვირდა და თქვა: "გამიმეორე, ო, ალლაჰის მოციქულო, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაუმეორა, შემდეგ კი დაამატა: «გარდა ამისა, კიდევ ერთი საქმეა, რომლის წყალობით მონას სამოთხეში ასი ხარისხით აამაღლებენ, ხოლო ყოველი ორ ხარისხს შორის ისეთივე მანძილია, როგორც ცასა და მიწას შორის», აბუ საიდმა ჰკითხა: "რა არის ეს საქმე, ო, ალლაჰის მოციქულო? ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ჯიჰადი ალლაჰის გზაზე, ჯიჰადი ალლაჰის გზაზე».გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ყათადამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცა, რომ ის თავისი მოვალის ძიებაში იყო, მოვალემ მისგან თავი დაიმალა, თუმცა ბოლოს აბუ ყათადამ იგი იპოვა. მაშინ მან უთხრა: მე გაჭირვებული ვარ, აბუ ყათადამ ჰკითხა: ალლაჰის სახელით ფიცულობ? მოვალემ უპასუხა: ვფიცავ ალლაჰის სახელით. მაშინ აბუ ყათადამ თქვა: «ჭეშმარიტად, მე გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვისაც სურს, რომ ალლაჰმა იხსნას იგი განკითხვის დღის გასაჭირისგან, გადაუვადოს ვადაში გაჭირვებულ მოვალეს, ან სრულიად აპატიოს მას ვალი»გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იმარხა რამადანი რწმენით და საზღაურის იმედით, ეპატიება მას მის წინ ჩადენილი ყველა ცოდვა».შეთანხმებული
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც გაათენებს ყადირის ღამეს რწმენით და საზღაურის იმედით, ეპატიება მას წარსული ცოდვები».შეთანხმებული
وعن سالم بن عبد الله بن عمر بن الخطاب رضي الله عنهم عن أبيه: أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال: « نِعْمَ الرَّجُلُ عبد الله، لو كان يُصلِّي من الليل» قال سالم: فكان عبد الله بعد ذلك لا يَنامُ من الليل إلا قليلًا.متفق عليه
გადმოცემულია აბუ საიდ ალ-ხუდრისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, თუ როგორ ამბობდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვინც ალლაჰის გზაზე ერთი დღე იმარხულებს, ალლაჰი მის სახეს ჯოჯოხეთისგან სამოცდაათი წლის (ხარიფ) მანძილით დააშორებს».შეთანხმებული
საჰლ ბინ სა'დ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ადამიანები იქნებიან სიკეთეში მანამ, სამან დააჩქარებენ იფტარს».შეთანხმებული
გადმოცემულია ზაიდ იბნ სააბითისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ჩვენ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად სუჰური მივირთვით, შემდეგ ის დილის ლოცვის სალოცავად წამოდგა, მე ვკითხე: რა დრო იყო სუჰურსა და აზანს შორის? თქვა: «ორმოცდაათი აიათის წაკითხვის დრო».შეთანხმებული
მორწმუნეთა დედა და შუამავლის მეუღლე აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: «რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რამადანის თვეში ბოლო ათი დღე ღვთისმსახურებისთვის განმარტოვდებოდა მეჩეთში, გარდაცვალებამდე ასე იქცეოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი ცოლები იქცეოდნენ ასე».შეთანხმებული
ანასი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მიირთვით სუჰური, რადგან სუჰურში ბარაქაა».შეთანხმებული
ჯააბირ იბნ აბდულლაჰი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოგზაურობაში იყო და დაინახა ხალხის შეკრება და ერთი ადამიანი, რომლის თავზეც ჩრდილი გაუკეთეს. მან იკითხა: «ეს რა არის?» უთხრეს: «ის მარხვას იცავს». მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს არ მიეკუთვნება კეთილმსახურებას — მარხვა მოგზაურობაში». ხოლო სხვა გადმოცემაში, რომელსაც იმამ მუსლიმი გადმოსცემს, ასეა ნათქვამი: «მიიღეთ ის შვება ალლაჰისაგან, რომელიც მან თქვენთვის ნებადართული გახადა».შეთანხმებული
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რამადანს ერთი ან ორი დღით ადრე მარხვით არ შეეგებოთ, გარდა იმ კაცისა, რომელიც მარხულობდა მანამდე, მან იმარხოს».შეთანხმებული
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სავალდებულოდ დაადგინა ფიტრის მოწყალების გაცემა, ერთი სა' ოდენობის ფინიკი ან ერთი სა' ხორბალი, ყველა მუსლიმისთვის მონის თუ თავისუფალის, მამაკაცის თუ ქალისთვის, დიდის თუ პატარისთვის. და ბრძანა, რომ მისი გაცემა მოხდეს მანამ, სანამ ხალხი ფითრის დღესასწაულის ლოცვის სალოცავად წავა».შეთანხმებული
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მუსლიმი ქალისთვის არ არის ნებადართული გაემგზავროს ერთი ღამის სავალ მანძილზე, თუ მასთან ერთად არ არის მამაკაცი, რომელიც მისი მაჰრამია».შეთანხმებული
عن عائشة وأم سلمة رضي الله عنهما «أن رسول الله صلى الله عليه وسلم كان يُدْرِكُهُ الفجر وهو جُنٌبٌ من أهله، ثم يغتسل ويصوم ».متفق عليه
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს რომ, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მარხული ადამიანი დავიწყებით თუ მიირთმევს ან დალევს, მან მარხვა გააგრძელოს, რადგან ჭეშმარიტად, მას ალლაჰმა აჭამა და დაალევინა».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «ჩემმა ყველაზე საყვარელმა მეგობარმა (მოციქულმა) მირჩია სამი რამ: ყოველ თვეში სამდღიანი მარხვის დაცვა, დუჰა ლოცვის შესრულება და ძილის წინ ვითრის შესრულება».შეთანხმებული
აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყადირის ღამეს რამადანის თვის ბოლო ათი დღის კენტ ღამეებში ეძებდა».შეთანხმებული
عن عمر بن الخطاب رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «إذا أقبل الليل من هَهُنا، وأَدْبَرَالنهار من ههنا، فقد أفطر الصائم».متفق عليه
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰის იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიოდობა მას) ამბობდა: «როდესაც იხილავთ ახალ მთვარეს, დაიწყეთ მარხვა, და როდესაც კვლავ იხილავთ მას, დაასრულეთ იგი. თუ კი ის ღრუბლების გამო დაიფარება თქვენგან, მაშინ შეავსეთ თვე ოცდაათი დღით».შეთანხმებული
აბუ ალ-ჰავრაა' ას-სა'დისგან გადმოცემულია: მე ვკითხე ჰასან იბნ ალის (ალლაჰის იყოს მათით კმაყოფილი): "რა დაიმახსოვრე ალლაჰის მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას?" მან მიპასუხა: "მე დავიმახსოვრე ალლაჰის მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «მიატოვე ის, რაც ეჭვს გიჩენს, და მიაპყარი ყურადღება იმას, რაც ეჭვს არ იწვევს, რადგან სიმართლეს სიმშვიდე მოაქვს, ხოლო სიცრუე — ეჭვებს აჩენს».رواه الترمذي والنسائي وأحمد
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კაცის ლოცვა ჯამაათში აჭარბებს მის ლოცვას თავის სახლში ან ბაზარში ოცდასამზე მეტს. ეს იმიტომ, რომ როცა ადამიანი იღებს აბდესს და მას სრულყოფილად ასრულებს, შემდეგ მიდის მეჩეთში, მას არ ამოძრავებს სხვა რამ, გარდა ლოცვისა და ის არ ისურვებს სხვა არაფერს, გარდა ლოცვისა. თითოეულ ნაბიჯზე, რომელსაც გადადგამს, მისი საფეხური ამაღლდება(სამოთხეში) და მისი ცოდვა გაქრება, სანამ მეჩეთში შევა. ხოლო როცა მეჩეთში შევა, იგი ითვლება ლოცვაში იმ დროის განმავლობაში, სანამ ლოცვა მას აკავებს. ანგელოზები ლოცულობენ მისთვის, სანამ იმ ადგილას რჩება, სადაც ილოცა, და ამბობენ: "ღმერთო შეიწყალე იგი, ღმერთო აპატიე მას, ღმერთო მიუტევე მას", იმ პირობით, რომ არ შეაწუხოს ვინმე ან არ დაუშვას უწმინდურობა».შეთანხმებული
عن أبي هريرة رضي الله عنه قال: سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول: «ما نهيتكم عنه فاجتنبوه، وما أمرتكم به فأْتُوا منه ما استطعتم، فإنما أَهلَكَ الذين من قبلكم كثرةُ مسائلهم واختلافهم على أنبيائهم».متفق عليه
عن أبي ذر رضي الله عنه قال: قال النبي صلى الله عليه وسلم :«عُرِضَتْ عَلَيَّ أعمالُ أُمتي، حَسَنُهَا وسَيِّئُهَا فَوَجَدتُ في مَحَاسِنِ أَعْمَالِهَا الأَذَى يُمَاطُ عَنِ الطَّرِيقِ، ووَجَدتُ في مَسَاوِئِ أَعْمَالِهَا النُّخَاعَةُ تَكُونُ في المَسْجِدِ لا تُدْفَنُ».رواه مسلم