Hadith for the World
Topic

ღირსება და ეთიკა

288 hadiths

288 hadiths

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ შეგშურდეთ ერთმანეთის, ნუ გაზრდით ფასს ეშმაკობით (სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით), ნუ შეიძულებთ და ნუ აქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ განახორციელებთ ვაჭრობას სხვის მიერ უკვე შეთანხმებულ ვაჭრობაზე. ალლაჰის მონებო, იყავით ძმები, მუსლიმი – მუსლიმის ძმაა, მას უსამართლოდ არ მოექცევა, არ დაამცირებს, არ მოატყუებს და არ შეურაცხყოფს. ღვთისმოშიშება აი აქაა», – და სამჯერ მიუთითა გულზე, «ადამიანისთვის საკმარისია ბოროტებად იგიც, რომ თავისი მუსლიმი ძმა დაამციროს. ყოველი მუსლიმის(ყოველი რამ) მუსლიმისთვის აკრძალულია: მისი სისხლი, ქონება და ღირსება».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ერთმა კაცმა უთხრა მოციქულს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "მომეცი დარიგება". მან უპასუხა: «არ გაბრაზდე». კაცმა რამდენჯერმე გაიმეორა თავისი თხოვნა, [მაგრამ ყოველ ჯერზე მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პასუხობდა] «არ გაბრაზდე».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: " ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის მოგცემდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება».გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მოუხსნის მორწმუნეს სირთულეს ამქვეყნიური სირთულეებიდან, ალლაჰი მას მოუხსნის სირთულეს განკითხვის დღის სირთულეებიდან, ვინც გაუადვილებს სირთულეში მყოფს, ალლაჰი გაუადვილებს მას ამქვეყნად და იმქვეყნად, ვინც დაფარავს მუსლიმს ალლაჰი დაფარავს მას ამქვეყნად და იმქვეყნად, ალლაჰი დაეხმარება თავის მსახურს, სანამ ეს მსახური თავის ძმას ეხმარება, ვინც დაადგება გზას ცოდნის მისაღებად, ალლაჰი მას ამით გაუადვილებს გზას სამოთხისკენ, როდესაც შეიკრიბება საზოგადოება რომელიმე სახლში ალლაჰის სახლებიდან, კითხულობენ ალლაჰის წიგნს და ასწავლიან ერთი მეორეს, მათზე გარდმოევლინება სიმშვიდე, მათ გარემოიცავს წყალობა, გარს შემოეხვევიან ანგელოზები, და ალლაჰი მათ ახსენებს მასთან მყოფებთან, ვისაც მისი საქმენი შეაყოვნებს, მას წინ ვერ წასწევს მისი წარმომავლობა».გადმოსცა მუსლიმმა
عن أبي هريرة رضي الله عنه قال: سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول: «وَاللهِ إني لأَسْتَغْفِرُ اللهَ وأَتُوبُ إليهِ في اليومِ أَكْثَرَ من سَبْعِينَ مَرَّةً».رواه البخاري
გადმოცემულია ალ-აღარრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელიც იყო ერთ-ერთი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებიდან, მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო ადამიანებო, მოინანიეთ ალლაჰის წინაშე, ჭეშმარიტად, მე მის წინაშე დღეში ასჯერ ვინანიებ».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი ყოვლისშემძლე და დიდებული უფლისგან გადმოსცა შემდეგი: «ერთი ალლაჰის მონა ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] ამბობდა: "ო, ალლაჰ, მაპატიე ჩემი ცოდვა!" ყოვლადმაღალი ალლაჰი იტყოდა: „ჩემმა მონამ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს ცოდვებს და სჯის მათ გამო!" შემდეგ ის ისევ ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] "ო, უფალო, მაპატიე ჩემი ცოდვა!" და ალლაჰი კვლავ ამბობდა: „ჩემმა მონამ ისევ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ მან იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს და სჯის ცოდვებისთვის!" შემდეგ ის ისევ ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] კვლავ იტყოდა: "ო, უფალო, მაპატიე ჩემი ცოდვა!" და ალლაჰი ისევ ამბობდა: „ჩემმა მონამ ისევ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ მან იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს და სჯის ცოდვებისთვის! მე ვაპატიე ჩემს მონას, დაე, აკეთოს რაც უნდა"».შეთანხმებული
عن أبي أمامة رضي الله عنه أن النبي صلى الله عليه وسلم كَانَ إذا رَفَعَ مَائِدَتَهُ، قال: «الحَمْدُ للهِ حَمْدًا كَثِيرًا طَيِّبًا مُبَارَكًا فِيهِ، غَيْرَ مَكْفِيٍّ، وَلَا مُوَدَّعٍ، وَلَا مُسْتَغْنًى عَنْهُ رَبَّنَا».رواه البخاري
عن أبي هريرة رضي الله عنه أن النبي صلى الله عليه وسلم قال: «لا يُلْدَغُ المؤمنُ من جُحْرٍ واحد مرتين».متفق عليه
გადმოცემულია ჯარიირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მოკლებულია გულმოწყალებას, ის მოკლებულია სიკეთეს».გადმოსცა მუსლიმმა
عن أنس رضي الله عنه قَالَ: كُنْتُ أمشي مَعَ رسول الله صلى الله عليه وسلم وَعَلَيْهِ بُرْد نَجْرَانيٌّ غَلِيظُ الحَاشِيَةِ، فأدْرَكَهُ أعْرَابِي فَجَبذَهُ بِرِدَائِهِ جَبْذَة شَديدة، فَنَظَرْتُ إِلَى صَفْحَةِ عَاتِقِ النَّبيِّ صلى الله عليه وسلم وَقَدْ أثَّرَتْ بِهَا حَاشِيَة الرِّدَاءِ مِنْ شِدَّةِ جَبْذَتِه، ثُمَّ قَالَ: يَا مُحَمَّدُ، مُر لِي مِنْ مَالِ اللهِ الَّذِي عِنْدَكَ. فَالتَفَتَ إِلَيْهِ، فَضَحِكَ ثُمَّ أَمَرَ لَهُ بِعَطَاءٍ.متفق عليه
ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა, და არაფერს შეუძლია ადამის ძის მუცელი აავსოს, გარდა მიწისა (სამარისა). ხოლო ალლაჰი შეიწყალებს მას, ვინც მოინანიებს».შეთანხმებული
عن أبي هريرة رضي الله عنه قال: ما عاب رسول الله صلى الله عليه وسلم طعاما قط، إن اشتهاه أكله، وإن كرهه تركه.متفق عليه
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): რომ, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სირთულის ჟამს ამბობდა: «ლა ილაჰა ილლა ალლაჰ ალ'აზიმ ალ'ჰალიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბუ ალ'არში ალ'აზიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბბუ ას'სამავაათი ვა რაბბულ არდი ვა რაბულ 'არშილ ქარიიმ'». (არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა დიდებულისა, შემწყნარებლისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, დიდებული 'არშის (ტახტის) ღმერთისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ცათა ღმერთისა, მიწის ღმერთისა და დიადი 'არშის (ტახტის) ღმერთისა».შეთანხმებული
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც დაამთქნარებს რომელიმე თქვენგანი, პირზე მიიფაროს ხელი, რადგანაც ამ დროს ეშმაკი შედის მასში».გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იცით, რა არის ჭორაობა?» თქვეს: ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იცის. მან თქვა: «ეს არის საუბარი შენი ძმის შესახებ ისეთ რამეზე, რაც მას არ მოეწონებოდა». ვიღაცამ იკითხა: "თუ ის, რასაც ვამბობ, სიმართლეა?» თქვა: «თუ რასაც ამბობ, სიმართლეა, ეს არის ღიიბა(ზურგს უკან ლაპარაკი), ხოლო თუ ტყუილია, ეს არის ცილისწამება».გადმოსცა მუსლიმმა
عن ابن عمر رضي الله عنهما مرفوعا: «الظلم ظلمات يوم القيامة». عن جابر رضي الله عنهما مرفوعا: «اتقوا الظلم، فإن الظلم ظلمات يوم القيامة، واتقوا الشُّحَ؛ فإنه أَهْلَكَ من كان قبلكم».حديث ابن عمر -رضي الله عنهما-: متفق عليه. حديث جابر -رضي الله عنه-: رواه مسلم
გადმოცემულია ხავლა ალ-ანსარიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, არიან ადამიანები, რომლებიც განკარგავენ ალლაჰის ქონებას შეუფერებელი გზით, მაგრამ აღდგომის დღეს მათთვის იქნება ცეცხლი».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «უფრთხილდით ეჭვს. ჭეშმარიტად ეჭვით საუბარი ყველაზე მატყუარა სიტყვებია, ერთმანეთის ნაკლი არ მოძებნოთ, ერთმანეთი არ დააბეზღოთ, ერთმანეთის არ შეგშურდეთ, ერთმანეთს ზურგი არ აქციოთ, ერთმანეთი არ შეიძულოთ, იყავით ალლაჰის მსახურნო, ძმები».შეთანხმებული
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მუსლიმის შეურაცხყოფა ცოდვაა, ხოლო მის წინააღმდეგ ბრძოლა ურწმუნოება».შეთანხმებული
عن عبد الله بن مسعود رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : "إذا كنتم ثلاثة فلا يتناجى اثنان دون الآخَر، حتى تختلطوا بالناس؛ من أجل أن ذلك يحُزنه".متفق عليه
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შეხედეთ მათ, ვინც თქვენზე დაბლა დგას, და არ შეხედოთ მათ, ვინც თქვენზე მაღლა დგას, რადგან ეს უფრო მეტად დაგეხმარებათ ალლაჰის მადლიერებაში და იმაში, რომ არ დააკნინოთ ალლაჰის წყალობა, რომელიც თქვენ მოგანიჭათ».შეთანხმებული
عن أنس بن مالك رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «كلُّ بني آدم خَطَّاءٌ، وخيرُ الخَطَّائِينَ التوابون».رواه الترمذي وابن ماجه والدارمي وأحمد
გადმოცემულია აბუ ზარრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) თქვა: «არ უგულებელყო არც ერთი კეთილი საქმე, თუნდაც რომ შეხვდე შენს ძმას ღიმილით».გადმოსცა მუსლიმმა