Hadith for the World
Topic

ღირსება და ეთიკა

288 hadiths

288 hadiths

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დაე დამცირებულ იყოს, კიდევ დაე დამცირებულ იყოს და შემდეგ კიდევ დაე დამცირებულ იყოს! ჰკითხეს: "ვინ, ო ალლაჰის შუამავალო?" მან უპასუხა: «ვინც თავისი მშობლებს მოხუცებულობის ასაკში მოუსწრო, ერთ-ერთი მათგანი ან ორივე, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამოთხეში არ შევიდა».გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას გზაზე მიდიოდა და ჩაიარა მთასთან, რომელსაც ჯუმდანი ერქვა. მან ჩუმად თქვა: წადით ეს ჯუმდანია, ცალკემყოფები დაწინაურდნენ». ჰკითხეს: "ვინ არიან ეს ცალკემყოფები(მუფარრიდუუნ), ო ალლაჰის შუამავალო?" მან უპასუხა: «ალლაჰის მრავალჯერ მხსენებელი მამაკაცები და ქალები».გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იყო კაცი, რომელიც ხალხს სესხს აძლევდა, და ის თავის მსახურს ეუბნებოდა: თუ გაჭირვებულთან მიხვალ, შეუნდე მას, იქნებ ალლაჰმა მოგვიტევოს ჩვენც. და როცა ის ალლაჰს შეხვდა, ალლაჰმა მიუტევა მას».შეთანხმებული
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჩემი უმმათის ყველა წევრი იქნება კეთილდღეობაში, გარდა იმათი, ვინც აშკარად სცოდავს. აშკარა ცოდვად მიიჩნევა ის, რომ ადამიანი ღამით ჩადის რაიმე [ცოდვას] და ალლაჰი ფარავს თავის მორჩილს, ხოლო ის დილით [თავის თავს ამცირებს] და ამბობს: „ო, ასეთო და ისეთო! გუშინ ეს და ეს ჩავიდინე". ანუ ღამით მისი უფალი ფარავს მას, ხოლო დილით ის თვითონ ხდის საფარველს, რომლითაც ალლაჰმა [წინა ღამეს] დაფარა».შეთანხმებული
სა'ად იბნ აბუ ვაყყაასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: «ჩვენ ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვიყავით, როდესაც მან თქვა: «განა ვერცერთი თქვენგანი ვერ შეძლებს ყოველდღიურად ათასი კეთილი საქმის შეძენას?» მის გვერდით მყოფთაგან ერთმა ჰკითხა: "როგორ შეიძლება ჩვენგან რომელიმემ მიიღოს ათასი სიკეთე?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ვინც ასჯერ იტყვის „სუბჰანალლაჰ“-ს , მისთვის ჩაიწერება ათასი სიკეთე, და მისგან წაიშლება ათასი შეცდომა».გადმოსცა მუსლიმმა
ჯააბირისაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «თითოეულმა არ მოკვდეს ის, რომ არ ელოდოს ალლაჰისგან მხოლოდ სიკეთეს».გადმოსცა მუსლიმმა
აბუ მუსა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ის, ვინც ალლაჰს იხსენებს და ის, ვინც ალლაჰს არ იხსენებს, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს», მუსლიმის გადმოცემით: «სახლი, სადაც ალლაჰს ახსენებენ, და სახლი, სადაც ალლაჰს არ ახსენებენ, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს».შეთანხმებული
عن أبي هريرة رضي الله عنه قال: جاء رجل إلى رسول الله صلى الله عليه وسلم فقال: يا رسول الله، مَنْ أحقُّ الناس بِحُسن صَحَابَتِي؟ قال: «أمك» قال: ثم مَنْ ؟ قال: «أمك»، قال: ثم مَنْ؟ قال: «أمك»، قال: ثم مَنْ؟ قال: «أبوك». متفق عليه. وفي رواية: يا رسول الله، مَنْ أحقُّ بحُسْنِ الصُّحْبَةِ؟ قال: «أمك، ثم أمك، ثم أمك، ثم أباك، ثم أدْنَاك أدْنَاك».الرواية الأولى: متفق عليها. الرواية الثانية: رواها مسلم
عن أنس رضي الله عنه مرفوعاً: «من خَرج في طلب العلم فهو في سَبِيلِ الله حتى يرجع».رواه الترمذي
عن أبي هريرة رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «من رآني في المنام فَسَيَرَانِي في اليَقظة -أو كأنما رآني في الْيَقَظَةِ- لا يَتَمَثَّلُ الشيطان بي».متفق عليه. مسلم
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჰეი, აბუ საიდ! ვინც ალლაჰს თავის ღმერთად, ისლამს – რელიგიად და მუჰამმადს წინასწარმეტყველად მიიღებს, მისთვის სამოთხე სავალდებულო გახდება», აბუ საიდს ეს სიტყვები ძალიან გაუკვირდა და თქვა: "გამიმეორე, ო, ალლაჰის მოციქულო, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაუმეორა, შემდეგ კი დაამატა: «გარდა ამისა, კიდევ ერთი საქმეა, რომლის წყალობით მონას სამოთხეში ასი ხარისხით აამაღლებენ, ხოლო ყოველი ორ ხარისხს შორის ისეთივე მანძილია, როგორც ცასა და მიწას შორის», აბუ საიდმა ჰკითხა: "რა არის ეს საქმე, ო, ალლაჰის მოციქულო? ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ჯიჰადი ალლაჰის გზაზე, ჯიჰადი ალლაჰის გზაზე».გადმოსცა მუსლიმმა
ვაჰში იბნ ჰარბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია: «მათ უთხრეს: "ო, ალლაჰის შუამავალო, ჩვენ ვჭამთ, მაგრამ არ ვძღებით". მან ჰკითხა: «შესაძლოა, ცალ-ცალკე ჭამთ?» მათ უპასუხეს: "დიახ", მაშინ შუამავალმა თქვა: «მაშ შეიკრიბეთ და ერთად ჭამეთ, ალლაჰის სახელი წარმოთქვით საჭმლის დაწყებისას, და ის თქვენთვის ბარაქიანი იქნება».გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა
عن أنس رضي الله عنه مرفوعاً: «يَتْبَعُ الميتَ ثلاثةٌ: أهْلُه ومَالُه وعَمَلُه، فيرجع اثنان ويَبْقى واحد: يرجع أهْلُه ومَالُه، ويبقى عَمَلُه».متفق عليه
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მხედარი ესალმება ფეხით მოსიარულეს, ფეხით მოსიარულე — მჯდომარეს, და მცირერიცხოვანი — მრავალრიცხოვანს». ასევე ალ-ბუხარის გადმოცემის მიხედვით: «უმცროსი ესალმება უფროსს, გამვლელი — მჯდომარეს, და მცირერიცხოვანი — მრავალრიცხოვანს».შეთანხმებული
عن أنس بن مالك رضي الله عنه مرفوعاً: «يُؤتى بأنعم أهل الدنيا من أهل النار يوم القيامة، فَيُصْبَغُ في النار صَبْغَةً، ثم يقال: يا ابن آدم، هل رأيت خيرًا قطُّ؟ هل مَرَّ بك نَعِيمٌ قطُّ؟ فيقول: لا والله يا رب، وَيُؤْتَى بأشدِّ الناس بُؤسًا في الدنيا من أهل الجَنَّة، فَيُصْبَغُ صَبْغَةً في الجنَّة، فيقال له: يا ابن آدم، هل رأيت بُؤسًا قط؟ هل مَرَّ بك شِدَّةٌ قط؟ فيقول: لا والله، ما مَرَّ بي بُؤْسٌ قطٌّ، ولا رأيت شِدةً قَطُّ».رواه مسلم
عن أبي هريرة رضي الله عنه قال: سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول: «جَعَلَ اللهُ الرحمةَ مائة جُزْءٍ، فَأَمْسَكَ عِنْدَهُ تِسْعَةً وَتِسْعِينَ، وأَنْزَلَ في الأَرْضِ جُزْءًا وَاحِدًا، فَمِنْ ذَلِكَ الجُزْءِ يَتَرَاحَمُ الخَلَائِقُ، حتى تَرْفَعَ الدَّابَّةُ حَافِرَهَا عَنْ وَلَدِهَا خَشْيَةَ أَنْ تُصِيبَهُ». وفي رواية «إِنَّ للهِ تعالى مئةُ رحمةٍ، أَنْزَلَ منها رحمةً واحدةً بَيْنَ الجِنِّ والإنسِ والبَهَائِمِ والهَوَامِّ، فَبِهَا يَتَعَاطَفُونَ، وبها يَتَرَاحَمُونَ، وبِهَا تَعْطِفُ الوَحْشُ على وَلَدِهَا، وأَخَّرَ اللهُ تعالى تِسْعًا وتِسْعِينَ رحمةً يَرْحَمُ بِهَا عِبَادَهُ يومَ القِيَامَةِ». وعن سلمان الفارسي رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «إِنَّ للهِ تعالى مئةُ رحمةٍ فمنها رحمةٌ يَتَرَاحَمُ بها الخَلْقُ بَيْنَهُمْ، وتِسْعٌ وتِسْعُونَ لِيَومِ القِيَامَةِ». وفي رواية: «إِنَّ اللهَ تَعَالَى خَلَقَ يَوْمَ خَلَقَ السَّمَاوَاتِ والأَرْضَ مئةَ رحمةٍ كُلُّ رحمةٍ طِبَاقَ مَا بَيْنَ السَّمَاءِ إلى الأَرْضِ، فَجَعَلَ منها في الأَرْضِ رَحْمَةً فبها تَعْطِفُ الوَالِدَةُ على وَلَدِهَا، والوَحْشُ والطَّيْرُ بَعْضُهَا عَلَى بَعْضٍ، فإذا كانَ يومُ القيامةِ أَكْمَلَهَا بِهَذِه الرحمةِ».حديث أبي هريرة -رضي الله عنه-: متفق عليه. حديث سلمان -رضي الله عنه-: رواه مسلم
გადმოცემულია აბუ ზარ ჯუნდუბ იბნ ჯუნაადასგან, და აბუ აბდურრაჰმანისგან, მუ'აზ იბნ ჯაბალისგან (ალლაჰი იყოს მათითთ კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «გეშინოდეს ალლაჰის ყველგან, სადაც არ უნდა იყო. ცუდი საქციელის შემდეგ კეთილი საქციელი ჩაიდინე — ის გააუქმებს მას. და ადამიანებს კეთილი ზნეობით მოექეცი».გადმოსცა ალ-თირმიზიმ
ან-ნავვაას იბნ სიმ'აან ალ-ანსარი (ალლაჰი იყოს მისი კთმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ მან თქვა: ვკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკეთის და ცოდვის შესახებ და მითხრა: «სიკეთე – ეს არის კარგი ზნეობა, ცოდვა– ეს არის ის, რაც გულში ეჭვს იწვევს და რაც არ გსურს, რომ ხალხმა იხილოს».გადმოსცა მუსლიმმა
عن أنس بن مالك رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «للَّهُ أَفْرَحُ بِتَوْبَةِ عَبْدِهِ مِنْ أَحَدِكُمْ، سَقَطَ عَلَى بَعِيرِهِ، وَقَدْ أَضَلَّهُ فِي أَرْضِ فَلاَةٍ». وفي رواية: «لَلَّهُ أَشَدُّ فَرَحًا بِتَوْبَةِ عَبْدِهِ حِينَ يَتُوبُ إِلَيْهِ، مِنْ أَحَدِكُمْ كَانَ عَلَى رَاحِلَتِهِ بِأَرْضِ فَلَاةٍ، فَانْفَلَتَتْ مِنْهُ وَعَلَيْهَا طَعَامُهُ وَشَرَابُهُ، فَأَيِسَ مِنْهَا، فَأَتَى شَجَرَةً، فَاضْطَجَعَ فِي ظِلِّهَا، وقَدْ أَيِسَ مِنْ رَاحِلَتِهِ، فَبَيْنَا هُوَ كَذَلِكَ إِذَا هُوَ بِهَا، قَائِمَةً عِنْدَهُ، فَأَخَذَ بِخِطَامِهَا، ثُمَّ قَالَ مِنْ شِدَّةِ الْفَرَحِ: اللهُمَّ أَنْتَ عَبْدِي وَأَنَا رَبُّكَ! أَخْطَأَ مِنْ شِدَّةِ الْفَرَح».متفق عليه والرواية الأولى لفظ البخاري، والرواية الثانية لفظ مسلم
გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ღამით გაწვდის თავის ხელს, რათა დღის დამნაშავემ მოინანიოს, და დღისით გაწვდის თავის ხელს, რათა ღამის დამნაშავემ მოინანიოს, სანამ მზე დასავლეთიდან ამოვა»გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მუსლიმი ქალისთვის არ არის ნებადართული გაემგზავროს ერთი ღამის სავალ მანძილზე, თუ მასთან ერთად არ არის მამაკაცი, რომელიც მისი მაჰრამია».შეთანხმებული
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს) თქვა: «ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვით, და ჭეშმარიტად, ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განზრახული ჰქონდა. ასე რომ, ვინც გადასახლდა ალლაჰთან და მის მოციქულთან, ის გადასახლდა ალლაჰთან და მის მოციქულთან. ხოლო ვინც გადასახლდა ამქვეყნიური სარგებლობისთვის ან ქალისთვის, რომელზეც სურდა დაქორწინება, ის გადასახლდა მხოლოდ იმ მიზნისთვის, რისთვისაც გადასახლდა». ალ-ბუხარის ვერსიაში ნათქვამია: «ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვებით, და ჭეშმარიტად, თითოეული ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განიზრახა».შეთანხმებული
აბდულლაჰ იბნ უმარისგან, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, გადმოცემულია: «ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცავა და მშვიდობა მას) მე მხარზე ხელი დამადო და მითხრა: «იყავი ამქვეყნად ისე, თითქოს უცხოელი ან მოგზაური ხარ». აბდულლაჰ იბნ უმარი, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, აგრძელებს: «როცა საღამო მოვა, ნუ ელოდები დილას, ხოლო როცა დილა მოვა, ნუ ელოდები საღამოს. ისარგებლე შენი ჯანმრთელობით, სანამ სნეულება არ დაგეწევა, და შენი სიცოცხლით, სანამ სიკვდილი არ მოგისწრებს».გადმოსცა ალ-ბუხარიმ