KA
All hadiths
The complete card collection, filter by chapter
წმინდა ყურანი და მისი მეცნიერებები
26
ჰადისი და მისი მეცნიერებები
3
მრწამსი
135
ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია
288
ღირსება და ეთიკა
288
ქადაგება და მორალური ნორმები
15
ბიოგრაფია და ისტორია
38
655 hadiths
عن ابن مسعود رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «أيُّكم مالُ وارثِه أحَبُّ إليه من مالَه؟» قالوا: يا رسول الله، ما منَّا أحد إلا مَالُه أحَبُّ إليه. قال: «فإن مالَه ما قدَّم، ومالُ وارثِه ما أخَّر».
رواه البخاري
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «გადაეცით ჩემგან თუნდაც ერთი აიათი, და გადაეცით ისრაელის ძეთაგან და ეს არ იქნება აკრძალული. ხოლო ვინც განზრახ მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში».
გადმოსცა ალ-ბუხარიმ
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი: «ერთხელ ერთი ბედუინი მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჰკითხა: "მასწავლე საქმე, რომელსაც თუ გავაკეთებ, სამოთხეში შევალ." მოციქულმა უპასუხა: «ეთაყვანე ალლაჰს და არ დაუდგინო მას თანაზიარი, აღასრულე სავალდებულო ლოცვები, გადაიხადე დაწესებული ზაქათი და იმარხულე რამადანი». ბედუინმა განაცხადა: "ვფიცავ იმას, ვის ხელშიც ჩემი სულია, ამას არაფერს დავუმატებ." როდესაც ის წავიდა, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვისაც სურს შეხედოს სამოთხის მაცხოვრებელ ადამიანს, დაე, შეხედოს ამ კაცს».
შეთანხმებული
عن سهل بن سعد الساعدي ـرضي الله عنه- قَالَ رَسُول اللَّه -صَلّى اللهُ عَلَيْهِ وسَلَّم-: «لو كانت الدنيا تَعدل عند الله جَناح بَعوضة، ما سَقَى كافراً منها شَرْبَة ماء».
رواه الترمذي
გადმოსცემს აბუ სა'იდ ალ-ხუდრი, და აბუ ჰურეირა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რაც არ უნდა შეემთხვეს მუსლიმს: დაღლილობა, ავადმყოფობა, შფოთვა, მწუხარება, უსიამოვნება, სევდა ან თუნდაც ეკლის ჩხვლეტა — ალლაჰი აუცილებლად აპატიებს მას ამის გამო [რაიმეს] მისი ცოდვებიდან».
შეთანხმებული
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «მუსლიმის უფლება მუსლიმზე ხუთია: სალამზე პასუხის გაცემა, ავადმყოფის მონახულება, დაკრძალვის პროცესიის გაყოლა, მიწვევის მიღება და დაცემინებულზე სიკეთის სურვილი (ალლაჰმა შეგიწყალოს)»
შეთანხმებული
عن أبي مسعود البدري رضي الله عنه قَال: قَالَ رَسُولُ اللَّه -صَلّى اللهُ عَلَيْهِ وسَلَّم-: «حُوسِب رجُل ممن كان قَبْلَكُمْ، فلم يُوجد له من الخَيْر شيء، إلا أنه كان يُخَالط الناس وكان مُوسِراً، وكان يأمُر غِلْمَانَه أن يَتَجَاوَزُوا عن المُعْسِر، قال الله عز وجل : نحن أحَقُّ بذلك منه؛ تَجَاوزُوا عنه».
رواه مسلم
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე, ამ დღეს ალლაჰმა შექმნა ადამი, ამ დღესვე შეიყვანა ის სამოთხეში, ამ დღესვე გამოიყვანა იქიდან და განკითხვის დღის საათი არ დადგება, გარდა პარასკევის დღისა».
გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ხდება ხოლმე, რომ ადამიანს აქვს აბურძგნული თმა, არის მტვერში გახვეული და კარებთან უარყოფილი, მაგრამ თუ ის ალლაჰის სახელით ფიცს დადებს, ალლაჰი აუცილებლად აღასრულებს მის ფიცს».
გადმოსცა მუსლიმმა
ჯააბირი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰმა შეიწყალოს ის კაცი, ვინც ლმობიერია, როდესაც ყიდის, როდესაც ყიდულობს და როდესაც ვალს მოითხოვს».
გადმოსცა ალ-ბუხარიმ
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დაე დამცირებულ იყოს, კიდევ დაე დამცირებულ იყოს და შემდეგ კიდევ დაე დამცირებულ იყოს! ჰკითხეს: "ვინ, ო ალლაჰის შუამავალო?" მან უპასუხა: «ვინც თავისი მშობლებს მოხუცებულობის ასაკში მოუსწრო, ერთ-ერთი მათგანი ან ორივე, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამოთხეში არ შევიდა».
გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას გზაზე მიდიოდა და ჩაიარა მთასთან, რომელსაც ჯუმდანი ერქვა. მან ჩუმად თქვა: წადით ეს ჯუმდანია, ცალკემყოფები დაწინაურდნენ». ჰკითხეს: "ვინ არიან ეს ცალკემყოფები(მუფარრიდუუნ), ო ალლაჰის შუამავალო?" მან უპასუხა: «ალლაჰის მრავალჯერ მხსენებელი მამაკაცები და ქალები».
გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია მა'დაან, იბნ აბი ტალჰა ალ-ია'მარისგან, მან თქვა: "ერთხელ შევხვდი სავბანს, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გათავისუფლებულ მონას, და ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელსაც გავაკეთებ და ალლაჰი შემიყვანს სამოთხეში?" ან ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელიც ალლაჰს ყველაზე მეტად უყვარს". ის გაჩუმდა. კვლავ ვკითხე, მაგრამ ის ისევ გაჩუმდა. მესამედ ვკითხე და მან მითხრა: "ვკითხე მასზე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და მან თქვა: «იყავი გულმოდგინე სუჯუდში, რადგან როცა ალლაჰისთვის სუჯუდს შეასრულებ, ალლაჰი ამაღლებს შენს მდგომარეობას და შეგიმსუბუქებს ცოდვებს» მა'დაანმა თქვა: "შემდეგ შევხდი აბუ ად-დარდაას და მასაც იგივე ვკითხე. მანაც იგივე მიპასუხა, რაც სავბანმა მითხრა".
გადმოსცა მუსლიმმა
عن أبي هريرة رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «إذا قَام أحَدُكُم من الليل، فَاسْتَعْجَمَ القرآن على لِسَانه، فلم يَدْرِ ما يقول، فَلْيَضْطَجِع».
رواه مسلم
გადმოსცემს საჰლი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, სამოთხეში არის კარიბჭე, რომელსაც არ-რაიან ჰქვია. აღდგომის დღეს მასში შევლენ მარხულები, და არავინ შევა მასში მათ გარდა. გამოეცხადებათ: 'სად არიან მარხულები?' და ისინი წამოდგებიან. და არავინ შევა მასში მათ გარდა. როცა ისინი შევლენ, ის დაიკეტება და უკვე აღარავინ შევა მასში».
შეთანხმებული
عن أبي هريرة رضي الله عنه عن النبي صلى الله عليه وسلم قال: «كان داود -عليه السلام- لا يأكلُ إلا من عمل يده». وعن المقدام بن معد يكرب رضي الله عنه عن النبي صلى الله عليه وسلم قال: «ما أكل أحد طعاما قط خيرا من أن يأكل من عمل يده، وإن نبي الله داود صلى الله عليه وسلم كان يأكل من عمل يده».
حديث أبي هريرة رضي الله عنه: رواه البخاري. حديث المقداد رضي الله عنه: رواه البخاري
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იყო კაცი, რომელიც ხალხს სესხს აძლევდა, და ის თავის მსახურს ეუბნებოდა: თუ გაჭირვებულთან მიხვალ, შეუნდე მას, იქნებ ალლაჰმა მოგვიტევოს ჩვენც. და როცა ის ალლაჰს შეხვდა, ალლაჰმა მიუტევა მას».
შეთანხმებული
გადმოცემულია აიშასაგან მორწმუნეთა დედისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბოლო ათი დღის განმავლობაში (რამადანის) ისეთ გულმოდგინებას იჩენდა, როგორსაც სხვა დროს არ იჩენდა».
გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჩემი უმმათის ყველა წევრი იქნება კეთილდღეობაში, გარდა იმათი, ვინც აშკარად სცოდავს. აშკარა ცოდვად მიიჩნევა ის, რომ ადამიანი ღამით ჩადის რაიმე [ცოდვას] და ალლაჰი ფარავს თავის მორჩილს, ხოლო ის დილით [თავის თავს ამცირებს] და ამბობს: „ო, ასეთო და ისეთო! გუშინ ეს და ეს ჩავიდინე". ანუ ღამით მისი უფალი ფარავს მას, ხოლო დილით ის თვითონ ხდის საფარველს, რომლითაც ალლაჰმა [წინა ღამეს] დაფარა».
შეთანხმებული
სა'ად იბნ აბუ ვაყყაასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: «ჩვენ ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვიყავით, როდესაც მან თქვა: «განა ვერცერთი თქვენგანი ვერ შეძლებს ყოველდღიურად ათასი კეთილი საქმის შეძენას?» მის გვერდით მყოფთაგან ერთმა ჰკითხა: "როგორ შეიძლება ჩვენგან რომელიმემ მიიღოს ათასი სიკეთე?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ვინც ასჯერ იტყვის „სუბჰანალლაჰ“-ს , მისთვის ჩაიწერება ათასი სიკეთე, და მისგან წაიშლება ათასი შეცდომა».
გადმოსცა მუსლიმმა
عن ابن مسعود رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «لا حَسَدَ إلا في اثنتين: رجل آتاه الله مالا، فسَلَّطَه على هَلَكَتِهِ في الحَقِّ، ورجل آتاه الله حِكْمَة، فهو يقضي بها ويُعَلِّمَها». وعن ابن عمر رضي الله عنهما ، عن النبي صلى الله عليه وسلم قال: «لا حسد إلا في اثنتين: رجل آتاه الله القرآن، فهو يقوم به آناء الليل وآناء النهار، ورجل آتاه الله مالا، فهو ينفقه آناء الليل وآناء النهار».
حديث ابن مسعود رضي الله عنه: متفق عليه. حديث ابن عمر رضي الله عنه: متفق عليه
عن أبي هريرة ـ رضي الله عنه ـ قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «لا يَلِجُ النارَ رجُل بَكى من خشية الله حتى يَعود اللَّبنُ في الضَّرْع، ولا يَجتمع غُبَارٌ في سبيل الله وَدُخَانُ جهنم».
رواه الترمذي والنسائي وأحمد
ჯააბირისაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «თითოეულმა არ მოკვდეს ის, რომ არ ელოდოს ალლაჰისგან მხოლოდ სიკეთეს».
გადმოსცა მუსლიმმა
აზზუბეირ იბნ ალ 'ავვაამ(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუნდაც თქვენგან ვინმემ აიღოს თავისი თოკი, მოიტანოს შეშის კონა ზურგით, გაყიდოს იგი და ამით ალლაჰმა მისი სახე (სიღატაკისგან) დაიცვას – ეს მისთვის უკეთესია, ვიდრე ის, რომ ხალხს სთხოვოს, მისცენ თუ არა».
გადმოსცა ალ-ბუხარიმ
Previous page
Page 7 of 28
Next page