Hadith for the World

All hadiths

The complete card collection, filter by chapter

655 hadiths

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მე მომეცა ხუთი რამ, რაც არავის არ მიეცა ჩემამდე: მომეცა გამარჯვება მტრების გულებში შიშის დანერგით ერთი თვის სავალ მანძილზე, ჩემთვის დედამიწა იქცა მეჩეთად და განწმენდის საშუალებად, ჩემი თემის რომელიმე კაციც მიუსწრებს ლოცვას დაე ილოცოს, ჩემთვის ნებადართული გახდა ნადავლის აღება, რაც არავისთვის ყოფილა ნებადართული ჩემს წინ, მომეცა შუამდგომლობა, შუამავლები იგზავნებოდნენ კონკრეტულად თავიანთი ხალხისთვის, მე კი წარმოვიგზავნე მთლიანი კაცობრიობისთვის».შეთანხმებული
عن أنس بن مالك رضي الله عنه مرفوعًا: «من قال -يعني: إذا خَرج من بَيتِه-: بِسم الله تَوَكَّلتُ على اللهِ، وَلاَ حول ولا قُوَّة إِلَّا بالله، يُقَال له: هُدِيتَ وَكُفِيتَ وَوُقِيتَ، وَتَنَحَّى عَنه الشَّيطَان». زاد أبو داود: «فيقول -يعني: الشيطان- لِشَيطان آخر: كَيف لَك بِرَجلٍ قَد هُدِيَ وكُفِيَ ووُقِيَ؟».رواه أبو داود والترمذي
عن معاذ بن جبل رضي الله عنه عن رسول الله صلى الله عليه وسلم أنه قال: «قَالَ اللهُ -عَزَّ وجَلَّ-: المُتَحَابُّون فِي جَلاَلِي، لَهُم مَنَابِرُ مِن نُورٍ يَغْبِطُهُم النَبِيُّونَ والشُهَدَاء».رواه الترمذي وأحمد
მუ'ააზ იბნ ჯაბალ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიღო მისი ხელი და უთხრა: «ო, მუ‘აზ, ვფიცავ ალლაჰს, მე ნამდვილად მიყვარხარ». შემდეგ უთხრა: «გირჩევ, ო, მუ‘აზ, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა: "ო, ალლაჰ, დამეხმარე, რომ გიხსენო, მადლობა გადაგიხადო და საუკეთესოდ გეთაყვანო"».رواه أبو داود والنسائي وأحمد
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰი არ მიიღებს რომელიმე თქვენგანის ლოცვას, თუ მას ლოცვის წინა განბანვა მოეშალა, სანამ არ შეასრულებს განბანვას (ვუდუს)».შეთანხმებული
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰმა თქვა: ყოველი საქმე ადამის შვილს ეკუთვნის, გარდა მარხვისა, რადგან მარხვა ჩემთვისაა და მე ვაჯილდოვებ მას, მარხვა ფარია, და როცა რომელიმე თქვენგანის მარხვის დღე დგება, ნუ ჩაიდენს უწმაწურს და ნუ იყვირებს, თუ ვინმე მას შეურაცხყობს ან ებრძვის, თქვას: 'მე მარხვაში ვარ.' ვფიცავ იმას, ვის ხელშიცაა მუჰამმადის სული, მარხულის პირიდან გამომავალი სუნი ალლაჰისთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მისქის სურნელი. მარხულისთვის არის ორი სიხარული: როცა(საღამოს) მარხვას რჩება და ჭამს — უხარია, და როცა შეხვდება თავის უფალს — გაიხარებს თავისი მარხვით».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა თქვენგან რომელიმე შეხვდება თავის ძმას, დაე, მიესალმოს მას. ხოლო თუ მათ შორის ხე, კედელი ან ქვაა, შემდეგ კვლავ შეხვდება მას, დაე, კიდევ ერთხელ მიესალმოს»გადმოსცა აბუ დაუდმა
აბუ მუსა ალ-აშ'არი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც მონა ავად გახდება ან სამოგზაუროდ წავა, მისთვის დაიწერება იმ საქმეების მსგავსი, რასაც ის ჯანმრთელად მყოფი გამგზავრებამდე აკეთებდა».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
ჯააბირისაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ყველაზე საუკეთესო ზიქრი (ხსენება) არის: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ, ხოლო საუკეთესო ვედრება: ქება-დიდება ალლაჰს/ალჰამდულილლაჰ».გადმოსცა ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და იბნ მააჯამ
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «გინდათ, მიგითითოთ მასზე, რითაც ალლაჰი შლის ცოდვებს და ამაღლებს საფეხურებით?» მათ უპასუხეს: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". მან თქვა: «ეს არის მცირე განბანვის (ვუდუს) შესრულება სრულყოფილად, მიუხედავად სირთულეებისა, მრავალი ნაბიჯის გადადგმა მეჩეთებისკენ და შემდეგი ლოცვის მოლოდინი წინა ლოცვის შემდეგ. ეს არის თქვენთვის რიბატი».გადმოსცა მუსლიმმა
აბი ად-დარდააისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «გინდათ, რომ გაგაგებინოთ თქვენი საქმეებიდან საუკეთესო, ყველაზე წმინდა, რაც ყველაზე მეტად ზრდის თქვენს ჯილდოს თქვენი მბრძანებლის წინაშე და ყველაზე მეტად აამაღლებს თქვენს ხარისხს? ეს საქმე სჯობს ოქროსა და ვერცხლის დახარჯვას და უკეთესია, ვიდრე მტრის წინაშე გამოსვლა, სადაც თქვენ მათ თავს მოჰკვეთთ და ისინი თქვენსას მოჰკვეთენ». ხალხმა თქვა: «რა თქმა უნდა». მან თქვა: «ეს არის ყოვლისშემძლე ალლაჰის მოხსენიება».გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
გადმოცემულია სულეიმაან იბნ სურადისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვიჯექი, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ერთ-ერთ მათგანს სახე გაუწითლდა და კისერზე ვენები დაებერა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ იტყვის, ის, რასაც გრძნობს, გაქრება. თუ ის იტყვის: შევაფარებ თავს ალლაჰს შაიტნისგან/ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტაანი რრაჯიიმ/, ის, რასაც გრძნობს, გაქრება». მათ უთხრეს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შეაფარე თავი ალლაჰს შაიტნისგან». მაგრამ მან უპასუხა: 'მე გიჟი ვარ, რომ ამის თქმა მჭირდებოდეს'?»შეთანხმებული
იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «სამოთხე უფრო ახლოსაა თითოეულ თქვენთაგან, ვიდრე თქვენი ფეხსაცმლის თასმები, და ჯოჯოხეთიც მის მსგავსად (ახლოსაა მასთან)».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს ქვეყანა მორწმუნისთვის ციხეა, ხოლო ურწმუნოსთვის სამოთხე».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბუ ყათაადასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კარგი სიზმარი ალლაჰისგანაა, ხოლო კოშმარი შაიტნისგან. ამიტომ, თუ რომელიმე თქვენგანს დაესიზმრება კოშმარი, რომელიც შიშს იწვევს, მან უნდა გადააფურთხოს მარცხნივ და ილოცოს ალლაჰთან თავშესაფრისთვის მისი ბოროტებისგან, ამის შემდეგ ის ზიანს ვერ მიაყენებს მას».შეთანხმებული
عن عبد الله بن عمرو بن العاص رضي الله عنهما أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال: «يَغْفِرُ الله للشَّهيد كُلَّ شيءٍ إلا الدَّين». وفي رواية له: «القَتْل في سَبِيل الله يُكَفِّر كلَّ شيءٍ إلا الدَّين».رواه مسلم
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ხუთი ყოველდღიური ლოცვა, პარასკევის ლოცვა შემდეგ პარასკევის ლოცვამდე და რამადანის მარხვა შემდეგ რამადანამდე, შლის მათ შორის არსებულ მცირე ცოდვებს, თუ ადამიანი დიდ ცოდვებს ერიდებოდა».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ღმერთო ჩემო! შენ გთხოვ სწორ გზას, ღვთისმოშიშობას, პატიოსნებას და სიმდიდრეს».გადმოსცა მუსლიმმა
عن أبي هريرة، عن النبي صلى الله عليه وسلم قال: «إن العبد لَيَتَكَلَّمُ بالكلمة من رِضْوَانِ الله تعالى ما يُلْقِي لها بَالًا يَرْفَعُهُ الله بها درجاتٍ، وإن العبد لَيَتَكَلَّمُ بالكلمة من سَخَطِ الله تعالى لا يُلْقِي لها بَالًا يَهْوِي بها في جهنم». وعن أبي عبد الرحمن بلال بن الحارث المزني رضي الله عنه : أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال: «إن الرجل لَيَتَكَلَّمُ بالكلمة من رِضْوَانِ الله تعالى ما كان يظن أن تبلغ ما بَلَغَتْ يكتب الله له بها رِضْوَانَهُ إلى يوم يَلْقَاهُ، وإن الرجل لَيَتَكَلَّمُ بالكلمة من سَخَطِ الله ما كان يظن أن تبلغ ما بَلَغَتْ يكتب الله له بها سَخَطَهُ إلى يوم يَلْقَاهُ».حديث أبي هريرة -رضي الله عنه-: رواه البخاري. حديث بلال المزني -رضي الله عنه-: رواه الترمذي وابن ماجه ومالك وأحمد
عن أبي هريرة رضي الله عنه أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال: «إنَّ في الجنَّة مائةَ دَرَجَة أعَدَّهَا الله للمُجاهِدين في سَبِيل الله ما بَيْنَ الدَّرَجَتَيْنِ كما بين السماء والأرض».رواه البخاري
عن جابر رضي الله عنه قال: سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول: «إن في الليل لساعة، لا يُوَافِقُهَا رجُلٌ مُسلم يَسأل الله تعالى خيرًا من أمْرِ الدنيا والآخرة، إلا أعْطَاه إِياه، وذلك كُلَّ ليلة».رواه مسلم
عن أبي هريرة رضي الله عنه : أن رجلًا أتى النبي صلى الله عليه وسلم يَتَقَاضَاهُ فَأغْلَظَ له، فَهَمَّ به أصحابه، فقال رسول الله صلى الله عليه وسلم : «دَعُوه، فإن لِصَاحب الحَقِّ مَقَالا» ثم قال: «أعْطُوهُ سِنًّا مِثْل سِنِّهِ» قالوا: يا رسول الله، لا نَجِدُ إلا أمْثَلَ مِنْ سِنِّهِ، قال: «أعْطُوه، فإن خَيْرَكم أحْسَنُكُم قَضَاء».متفق عليه
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოციქულმა (ალლაჰისა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰი, ძლიერი და ყოვლადმაღალი, ბრძანებს: მე ვარ ჩემი მონის ჩემს მიმართ წარმოდგენის შესაბამისად, და მე მასთან ვარ, როცა ის მახსენებს. თუ ის გამიხსენებს თავის გულში, მეც გავიხსენებ მას. თუ ის მიხსენებს საზოგადოებაში, მეც მას ვახსენებ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც უკეთესია, ვიდრე მისი. თუ ის მოახლოებას ცდილობს ჩემთან ერთი მტკაველით, მე ვუახლოვდები მას ერთი იდაყვით. თუ ის მოახლოვდება ჩემთან ერთი იდაყვით, მე ვუახლოვდები მას (ბაა'ით)გაშლილი ორი მკლავის მანძილით. და თუ ის მომიახლოვდება სიარულით, მასთან მივალ სირბილით».შეთანხმებული
გადმოცემულია შურაიჰ იბნ ჰაანი'ისგან, რომელმაც თქვა: «ვკითხე აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «რითი იწყებდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც სახლში შედიოდა? აიშამ უპასუხა: სივაქით».გადმოსცა მუსლიმმა