126 hadiths
აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს მისი კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან მოისმინა მოციქული, (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «როდესაც მუაზინის მოწოდებას მოისმენთ, გაიმეორეთ ის, რასაც ის ამბობს. შემდეგ დამლოცეთ მე, რადგან ვინც ერთხელ დამლოცავს, ალლაჰი მას ათჯერ დალოცავს. შემდეგ ალლაჰს სთხოვეთ ვისიილა ჩემთვის, რადგან ეს არის მდგომარეობა სამოთხეში, რომელიც მხოლოდ ალლაჰის ერთ მონას ეკუთვნის, და მე ვიმედოვნებ, რომ ეს მე ვიქნები. ვინც ალლაჰს ჩემთვის ვასიილას სთხოვს, ის მიიღებს (ჩემს) შუამდგომლობას».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია იბნ აბუ აუფასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «როდესაც შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სწორდებოდა რუქუ'იდან ამბობდა: «შეისმინა ალლაჰმა იმის, ვინც ის განადიდა, ო, ალლაჰო, ჩვენო უფალო, შენ გეკუთვნის ქება, რომელიც ავსებს ცას, დედამიწას და ყველაფერს, რაც შენ ისურვე ამის შემდეგ» / სამი'ა ლლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ, ალლაჰუმმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ, მილ'ა სსამაავაათი ვა მილ'ალ არდი, ვა მილ'ა მაა ში'თა მინ შაი'ინ ბა'დუ/.გადმოსცა მუსლიმმა