Hadith for the World
ღირსება და ეთიკა

სირბილე და ქადაგებები

63 hadiths

63 hadiths

عن أنس بن مالك رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «للَّهُ أَفْرَحُ بِتَوْبَةِ عَبْدِهِ مِنْ أَحَدِكُمْ، سَقَطَ عَلَى بَعِيرِهِ، وَقَدْ أَضَلَّهُ فِي أَرْضِ فَلاَةٍ». وفي رواية: «لَلَّهُ أَشَدُّ فَرَحًا بِتَوْبَةِ عَبْدِهِ حِينَ يَتُوبُ إِلَيْهِ، مِنْ أَحَدِكُمْ كَانَ عَلَى رَاحِلَتِهِ بِأَرْضِ فَلَاةٍ، فَانْفَلَتَتْ مِنْهُ وَعَلَيْهَا طَعَامُهُ وَشَرَابُهُ، فَأَيِسَ مِنْهَا، فَأَتَى شَجَرَةً، فَاضْطَجَعَ فِي ظِلِّهَا، وقَدْ أَيِسَ مِنْ رَاحِلَتِهِ، فَبَيْنَا هُوَ كَذَلِكَ إِذَا هُوَ بِهَا، قَائِمَةً عِنْدَهُ، فَأَخَذَ بِخِطَامِهَا، ثُمَّ قَالَ مِنْ شِدَّةِ الْفَرَحِ: اللهُمَّ أَنْتَ عَبْدِي وَأَنَا رَبُّكَ! أَخْطَأَ مِنْ شِدَّةِ الْفَرَح».متفق عليه والرواية الأولى لفظ البخاري، والرواية الثانية لفظ مسلم
გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ღამით გაწვდის თავის ხელს, რათა დღის დამნაშავემ მოინანიოს, და დღისით გაწვდის თავის ხელს, რათა ღამის დამნაშავემ მოინანიოს, სანამ მზე დასავლეთიდან ამოვა»გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს) თქვა: «ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვით, და ჭეშმარიტად, ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განზრახული ჰქონდა. ასე რომ, ვინც გადასახლდა ალლაჰთან და მის მოციქულთან, ის გადასახლდა ალლაჰთან და მის მოციქულთან. ხოლო ვინც გადასახლდა ამქვეყნიური სარგებლობისთვის ან ქალისთვის, რომელზეც სურდა დაქორწინება, ის გადასახლდა მხოლოდ იმ მიზნისთვის, რისთვისაც გადასახლდა». ალ-ბუხარის ვერსიაში ნათქვამია: «ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვებით, და ჭეშმარიტად, თითოეული ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განიზრახა».შეთანხმებული
აბდულლაჰ იბნ უმარისგან, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, გადმოცემულია: «ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცავა და მშვიდობა მას) მე მხარზე ხელი დამადო და მითხრა: «იყავი ამქვეყნად ისე, თითქოს უცხოელი ან მოგზაური ხარ». აბდულლაჰ იბნ უმარი, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, აგრძელებს: «როცა საღამო მოვა, ნუ ელოდები დილას, ხოლო როცა დილა მოვა, ნუ ელოდები საღამოს. ისარგებლე შენი ჯანმრთელობით, სანამ სნეულება არ დაგეწევა, და შენი სიცოცხლით, სანამ სიკვდილი არ მოგისწრებს».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ შეგშურდეთ ერთმანეთის, ნუ გაზრდით ფასს ეშმაკობით (სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით), ნუ შეიძულებთ და ნუ აქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ განახორციელებთ ვაჭრობას სხვის მიერ უკვე შეთანხმებულ ვაჭრობაზე. ალლაჰის მონებო, იყავით ძმები, მუსლიმი – მუსლიმის ძმაა, მას უსამართლოდ არ მოექცევა, არ დაამცირებს, არ მოატყუებს და არ შეურაცხყოფს. ღვთისმოშიშება აი აქაა», – და სამჯერ მიუთითა გულზე, «ადამიანისთვის საკმარისია ბოროტებად იგიც, რომ თავისი მუსლიმი ძმა დაამციროს. ყოველი მუსლიმის(ყოველი რამ) მუსლიმისთვის აკრძალულია: მისი სისხლი, ქონება და ღირსება».გადმოსცა მუსლიმმა
ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა, და არაფერს შეუძლია ადამის ძის მუცელი აავსოს, გარდა მიწისა (სამარისა). ხოლო ალლაჰი შეიწყალებს მას, ვინც მოინანიებს».შეთანხმებული
გადმოცემულია ხავლა ალ-ანსარიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, არიან ადამიანები, რომლებიც განკარგავენ ალლაჰის ქონებას შეუფერებელი გზით, მაგრამ აღდგომის დღეს მათთვის იქნება ცეცხლი».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შეხედეთ მათ, ვინც თქვენზე დაბლა დგას, და არ შეხედოთ მათ, ვინც თქვენზე მაღლა დგას, რადგან ეს უფრო მეტად დაგეხმარებათ ალლაჰის მადლიერებაში და იმაში, რომ არ დააკნინოთ ალლაჰის წყალობა, რომელიც თქვენ მოგანიჭათ».შეთანხმებული
عن أنس بن مالك رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «كلُّ بني آدم خَطَّاءٌ، وخيرُ الخَطَّائِينَ التوابون».رواه الترمذي وابن ماجه والدارمي وأحمد
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ორი წყალობაა, რომელსაც ადამიანები სათანადოდ არ აფასებენ: ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
عن عبد الله بن مسعود رضي الله عنه مرفوعاً: «يُؤْتَى بجهنم يومئذ لها سبعون ألف زِمَامٍ مع كل زمام سبعون ألف ملك يَجُرُّونَهَا».رواه مسلم
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა», ხოლო როდესაც ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს ჯოჯოხეთში, მან უპასუხა: «ენა და სასქესო ორგანო».გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე. იყავი მტკიცე იმაზე, რასაც შენთვის სარგებელი მოაქვს და მიეკედლე ალლაჰს და არ გამოიჩინო სისუსტე, და თუ რაიმე შეგემთხვევა არ თქვა: "მე რომ ასე გამეკეთებინა ასე და ასე იქნებოდა", არამედ თქვი: "ალლაჰის ბედისწერაა, მან რაც ისურვა, ის გააკეთა". რადგან "რომ" გზას უხსნის ეშმაკს».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია 'იად იბნ ჰიმაარისგან ძმა ბანუ მუჯაშისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ დღეს ჩვენთან დადგა მქადაგებლად და თქვა: შემდეგ მან ჰადისის გაგრძელება გადმოსცა, რომელშიც ნათქვამია: «ჭეშმარიტად ალლაჰმა შთამაგონა, რომ არ დაეყენინა ვინმეს თავი სხვაზე მაღლა და არ დაეჩაგრა სხვა».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბდულლაჰ ბინ ამრ ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «წარმატებულია ის, ვინც ისლამი მიიღო, მიიღო საკმარისი სარჩო და ალლაჰმა დააკმაყოფილა იმით, რაც მას მისცა».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია უსამა იბნ ზაიდისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ დამიტოვებია ჩემს შემდგომ მამაკაცებისთვის იმაზე დიდი განსაცდელი, ვიდრე ქალები».შეთანხმებული
უბაიდულლაჰ იბნ მიჰსან ალ-ანსარიმ (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენგან ვინც დილას ჯანმრთელი შეხვდება, უსაფრთხო თავის ოჯახსა და საცხოვრებელში და აქვს თავისი დღიური საზრდო, მას ისე ექცევა, თითქოს მთელი ქვეყანა მისთვის შეკრებილიყოს».გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
ანასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ ირწმუნებს თქვენგან არავინ, სანამ არ შემიყვარებს მე თავის მშობელზე, შვილზე და ყველა ადამიანზე მეტად».შეთანხმებული
عن أبي هريرة رضي الله عنه عن رسول الله صلى الله عليه وسلم قال: «النَّاسُ مَعَادِن كَمَعَادِن الذَّهَب وَالفِضَّة، خِيَارُهُم فِي الجَاهِلِيَّة خِيَارُهُم فِي الإِسْلاَم إِذَا فَقُهُوا، والأَرْوَاحُ جُنُودٌ مُجَنَّدَة، فَمَا تَعَارَفَ مِنْهَا ائتَلَفَ، وَمَا تَنَاكَرَ مِنْهَا اخْتَلَفَ». وعن أبي هريرة رضي الله عنه قال: قال رسول الله -صلى الله عليه وسلم: «تَجِدُون النَّاسَ مَعَادِن: خِيَارُهُم فِي الجَاهِليَّة خِيَارُهُم فِي الإِسْلاَم إِذَا فَقِهُوا، وَتَجِدُون خِيَار النَّاس فِي هَذَا الشَّأْن أَشَدُّهُم كَرَاهِيَة لَه، وَتَجِدُون شَرَّ النَّاس ذَا الوَجْهَين، الَّذِي يَأْتِي هَؤُلاَء بِوَجه، وَهَؤُلاَء بِوَجْه».الحديث الأول: متفق عليه، ولفظه لمسلم؛ وروى البخاري أوله، وروى آخره عن عائشة -رضي الله عنها-. الحديث الثاني: متفق عليه
عن عبد الله بن عكيم رضي الله عنه مرفوعاً: «مَنْ تَعَلَّقَ شيئا وُكِلَ إليه».رواه أحمد والترمذي
عن أبي هريرة رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : « سَيْحَانُ وَجَيْحَانُ وَالفُرَاتُ والنِّيل كلٌّ من أنهار الجنة».رواه مسلم
გადმოსცემს აბუ სა'იდ ალ-ხუდრი, და აბუ ჰურეირა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «(როცა სამოთხის ბინადრები სამოთხეში შევლენ), განმცხადებელი გამოაცხადებს: "ჭეშმარიტად, თქვენ იცხოვრებთ სამუდამოდ და აღარ მოკვდებით, და ჭეშმარიტად თქვენ იქნებით ჯანმრთელები და აღარ დაავადდებით, ჭეშმარიტად, თქვენ იქნებით ახალგაზრდები და აღარ დაბერდებით, და ჭეშმარიტად, ისიამოვნებთ და აღარ შეგაწუხებთ რაიმე უბედურება!" ესაა ყოვლისშემძლე ალლაჰის სიტყვების მნიშვნელობა: და ითქმება: «აჰა, ეს არის სამოთხე, რომელიც მემკვიდრეობად გებოძათ იმის გამო, რასაც აკეთებდით». (სურა ალ-არაფ, აიათი 43)».გადმოსცა მუსლიმმა
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტად, უზენაესი და ყოვლადკეთილი ალლაჰი ეტყვის სამოთხის მკვიდრებს: "ო, სამოთხის მკვიდრებო!" ისინი უპასუხებენ: "ჩვენ აქ ვართ შენს წინაშე, ჩვენო მეუფევ, მზად ვართ გემსახუროთ! და მთელი სიკეთე — შენს ხელშია". ალლაჰი ჰკითხავს: "კმაყოფილები ხართ?" ისინი იტყვიან: "როგორ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილნი, უფალო? შენ ხომ გვიბოძე ის, რაც არ მიგიცია არცერთი შენი ქმნილებისთვის". მაშინ ალლაჰი ეტყვის: "გინდათ, კიდევ უკეთესი მოგცეთ?" ისინი ჰკითხავენ: "უფალო, რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?" ალლაჰი იტყვის: "მე გბოძებთ ჩემს კმაყოფილებას და აღარასდროს ვიქნები უკმაყოფილო თქვენით".»შეთანხმებული