135 hadiths
მუაზისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: "მე ვიჯექი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვირზე, სახელად უფეირი, და მან მითხრა: «ჰეი, მუაზ იცი თუ არა, რა არის ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ და რა არის მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ?» მე ვუპასუხე „ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან, თქვა: «ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ, ხოლო მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ არის ის, რომ ალლაჰი არ დასჯის მას, ვინც მას არაფერს უდგენს თანაზიარად». მუაზმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უთხრა: «ო ალლაჰის მოციქულო, ნუთუ არ ვუმახარობლო მისით ხალხს? მან უპასუხა: «არ უთხრა მათ, რადგან შეიძლება მხოლოდ ამას დაეყრდნონ».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "არ დადება განკითხვის დღე მანამ, სანამ მზე არ ამოვა დასავლეთიდან. როცა მზე ამოვა და ადამიანები მას დაინახავენ, ყველა ირწმუნებს იმ დროს {არავის რწმენა არ მოიტანს სარგებელს, ვინც მანამდე არ ირწმუნა ან თავის რწმენაში სიკეთე ვერ მოიპოვა} [ალ-ან'აამ: 158] და როდესაც დადგება ეს საათი, ორი ადამიანი, რომლებმაც დააფინეს ნაჭერი, ვერ მოასწრებენ მის გაყიდვას, ვერც ყიდვას და ვერც აკეცვას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თავის აქლემს რძეს მოწველის და წაიღებს, ვერ მოასწრებს მის დალევას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თიხით ფარავს თავის წყლის რეზერვუარს (იგულისხმება ის, ვინც აძლიერებს ან არემონტებს რეზერვუარის კედლებს, საიდანაც ის აქლემებს ასმევდა წყალს), ვერ მოასწრებს, რომ ააქლემებს დაალევინოს იქიდან; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელმაც საკვების ნატეხი მიიტანა პირთან, ვერ მოასწრებს მის ჭამას".შეთანხმებული
აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს მისი კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან მოისმინა მოციქული, (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «როდესაც მუაზინის მოწოდებას მოისმენთ, გაიმეორეთ ის, რასაც ის ამბობს. შემდეგ დამლოცეთ მე, რადგან ვინც ერთხელ დამლოცავს, ალლაჰი მას ათჯერ დალოცავს. შემდეგ ალლაჰს სთხოვეთ ვისიილა ჩემთვის, რადგან ეს არის მდგომარეობა სამოთხეში, რომელიც მხოლოდ ალლაჰის ერთ მონას ეკუთვნის, და მე ვიმედოვნებ, რომ ეს მე ვიქნები. ვინც ალლაჰს ჩემთვის ვასიილას სთხოვს, ის მიიღებს (ჩემს) შუამდგომლობას».გადმოსცა მუსლიმმა